ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
7 დეკემბერი, 2020


Александр Блок - Мне страшно с Тобой встречаться

ალექსანდრე ბლოკი - მე მეშინია შენთან შეხვედრის

მე მეშინია შენთან შეხვედრის,
არშეხვედრაა დანაშაული,
გაოცებული ყოველს შევცქერი,
ყველაფერზე ჩანს დამღა დასმული.

დაბორიალობს ჩრდილთა კრებული,
ქმნადობს თუ სძინავს, მიჭირს გარჩევა,
ტაძრის საფეხურს მიყუდებული,
მოვერიდები უკან გახედვას.

ხელებს მახებენ მხარზე დუმილით,
სახელებია ჩემთვის ნამალი,
ყურში ხმაური ისმის შხუილით
ამასწინდელი დიდი დაკრძალვის.

ჩამოწოლილა ცა მოქუფრული,
ნისლი დაფარავს ტაძარს თვალთაგან,
ვიცი: აქა ხარ, ახლოს კუნჭულში,
თუმცა აქ არ ხარ, ხარ სხვა ალაგას.

7 დეკემბერი, 2020 წ.



Александр Блок -  Мне страшно с Тобой встречаться

Мне страшно с Тобой встречаться.
Страшнее Тебя не встречать.
Я стал всему удивляться,
На всем уловил печать.

По улице ходят тени,
Не пойму — живут, или спят.
Прильнув к церковной ступени,
Боюсь оглянуться назад.

Кладут мне на плечи руки,
Но я не помню имен.
В ушах раздаются звуки
Недавних больших похорон.

А хмурое небо низко —
Покрыло и самый храм.
Я знаю: Ты здесь. Ты близко.
Тебя здесь нет. Ты — там.

5 ноября 1902

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები