ალექსანდრე ბლოკი - შევფარებივარ ბნელ ეკვდერს, ვიდრე
შევფარებივარ ბნელ ეკვდერს, ვიდრე, შესხმული ფრთები გახდება მძლავრი და განათდება მჭვირვალი სივრცე, სხეულზე გამქრალ ფიქრით და მსჯავრით,
დაემსგავსება დღე გასულ სიყრმის მხიარულ შეყრას, ოცნებით ნაგებს, ისევ დატკბები დათაფლულ სიტყვით, აგიყვავდება ხელახლა ბაგე.
ვერ მოვასწარით აფრენა ზევით, ცეცხლი მოედო რადგანაც დარაკს, მარტოკა იწვის ავბედით ეკვდრის შიგნით, ჩემს გულში ზვარაკის დარად.
შეგეგებები ახალი ფარით, აღორძინებულ გულით და რწმენით, შემოგესმება კვლავ ხმები მტკბარი და უპასუხებ სიყვარულს ფრფენით
და გაზაფხულის ხასხასა მოლი, გადაგვავიწყებს ქარბუქებს ავდრის, შევფარებივარ ბნელ ეკვდერს, რომლის სიღრმეში ფრთები მეზრდება მძლავრი.
15 დეკემბერი, 2020 წ.
Александр Блок - Я укрыт до времени в приделе
Я укрыт до времени в приделе, Но растут великие крыла. Час придет - исчезнет мысль о теле, Станет высь прозрачна и светла.
Так светла, как в день веселой встречи, Так прозрачна, как твоя мечта. Ты услышишь сладостные речи, Новой силой расцветут уста
Мы с тобой подняться не успели, - Загорелся мой тяжелый щит. Пусть же ныне в роковом приделе, Одинокий, в сердце догорит.
Новый щит я подниму для встречи, Вознесу живое сердце вновь. Ты услышишь сладостные речи, Ты ответишь на мою любовь.
Час придет - в холодные мятели Даль весны заглянет, весела. Я укрыт до времени в приделе, Но растут всемощные крыла.
29 января 1902
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|