ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2020


დილის ოთხის ნახევარი

დამსხვრეულ ოცნებათა ერთობლიობის
საიმედო ჰიპოსტასი.
არაფრისმომცემი,უშინაარსო ამბივალენტობა საკუთარი თავის სიყვარულისა და მოკვდინების მარწუხებში მაბამს.

..კარზე წყვდიადისფრად აკაკუნებენ!

მცხელა სიცოცხლე,რომლის ზომები ჩემს
ნოტებს საგრძნობლად თრგუნავს.
ისევ გადის დღეები...
ექვსი,
        თუ
          სამასსამოცდა..
ჩემი თარგმანები კვლავ ბუკვალურია.

..კარზე წითლად აკაკუნებენ!

მუდამ მეგონა ღმერთი ჩემს გადასარჩენად
იყო დაბადებული.
ახლა ვდგავარ მარტო და ვფიქრობ,
როგორ უნდა დააკისრო ჩვილს ამხელა მისია,თუ იდიოტი არ ხარ.

მაგიდის უჯრა მუდამ გაღებას ლამობს და
მეძახის,რომ 'ამასაც' იქ ჩავუძახო.
ორივემ ვიცით იმ ჩრდილის შესახებ,
რომლისთვისაცაა ყველა ექსკლუზივი ჩემი ნაწერის გადაცემული.

...კარზე თეთრად აკაკუნებენ.

არასდროს მინდოდა მარტოობა.
..იქნებ ვტყუი?
ან არა .. !
თუ რამეს ამბობ ე.ი ამაზე ფიქრობ.
ან არა.. !

როცა ჩიტი ხის ტოტს მოსწყდება,
ტოტი რხევას აგრძელებს.
მინდა წავიდე,თუნდაც ჩემი ტოტი მხოლოდ ჩემთვის ირხეოდეს.

        თუნდაც ჩრდილიც წამომყვეს.
                                                მინდა წავიდე.


..კარზე ვარდისფრად აკაკუნებენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს