ალექსანდრე ბლოკი - ცხოვრება მოლოდინში განვლილი
ცხოვრება მოლოდინში განვლილი, სიმწრის ღიმილი გულდათუთქულის. წელში მოხრა და მხარზე დაყრილი ჩამოშლილი თმის გიშრის კულული.
ქვეყანა ისე ვრცელი როდია - არ გახდეს შავი მზერით სამზერი, ნუ ერწმუნები ნათქვამს ოდითგან - ხამს დალოდება, ნება დამჯერი...
ისმის სტვირის ხმა ნაცნობ სავანის, ვიღაც სევდიან მოტივს ასრულებს: „არწიე სხვისი შვილის აკვანი, მიუნანავე ჩვილ ბავშვს საძულველს...“
მეც მახლობლად ვარ ჩემი ბედ-იღბლით, ქნარი ხელცულად მექცა, წამიხდა, დამცირებული, ქედდადრეკილი, ამაოების ვგავარ დახლიდარს.
მწამს შენი თმის და თან მრავალმხრივი მშვენიერებით ვტკბები შეფარვით და ჩემი სული ერთგულ ძაღლივით ჯაჭვს აჩხრიალებს შენთან, მყეფარი.
მინდა ხელახლა შენთან შეხვედრილს, მატყვევებელი მზერა მუდამდღე, ხმობა სახელით, ყოფნა შენ გვერდით ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე...
ოცნების ყავლი ნუთუ გავიდა, შხამს შეენაცვლა შხამი საგმობი? დაგაღალატებ მხოლოდ ყასიდად, უღალატოდ და უვერაგობით...
მართობს ცოდნა, რომ რამე ახალი აღარ მოხდება ამა სოფელში! და მიეცემა ძალა გარდაცვლილს დაბადოს სიტყვა ცხოველმყოფელი!
რა ესაქმება აქ რომელიმეს - თუ რას მიძღვნიდი ბრბოსგან მოწყვეტილს, სიკვდილის მერე ჩემს ობელისკზე ამოტვიფრავენ თიკუნს - პოეტი!
20 დეკემბერი, 2020 წ.
Александр Блок - Всю жизнь ждала. Устала ждать…
Всю жизнь ждала. Устала ждать. И улыбнулась. И склонилась. Волос распущенная прядь На плечи темные спустилась.
Мир не велик и не богат — И не глядеть бы взором черным! Ведь только люди говорят, Что надо ждать и быть покорным…
А здесь — какая-то свирель Поет надрывно, жалко, тонко: «Качай чужую колыбель, Ласкай немилого ребенка…»
Я тоже — здесь. С моей судьбой, Над лирой, гневной, как секира, Такой приниженный и злой, Торгуюсь на базарах мира…
Я верю мгле твоих волос И твоему великолепью. Мой сирый дух — твой верный пес, У ног твоих грохочет цепью…
И вот опять, и вот опять, Встречаясь с этим темным взглядом, Хочу по имени назвать, Дышать и жить с тобою рядом…
Мечта! Что? жизни сон глухой? Отрава — вслед иной отраве… Я изменю тебе, как той, Не изменяя, не лукавя…
Забавно жить! Забавно знать, Что под луной ничто не ново! Что мертвому дано рождать Бушующее жизнью слово!
И никому заботы нет, Что? людям дам, что? ты дала мне, А люди — на могильном камне Начертят прозвище: Поэт.
13 января 1908
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|