ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2009


მუდმივა


აქ არაფერი არ იცვლება, -
ფუჭი ხმაური ფუტკარივით აწყდება მინებს,
მინებს მიღმა კი ფრთაფარფატა გაზაფხულია -
ასი ათასი პეპლის ძიძა,
ზედ დარაბებთან მოსულა და იკმევს ბაიებს,
ყელის ძირიდან ამოიძვრენს ჭიამაიებს...
ვაღებ ფანჯარას
და ღრუბელი ჭროღა ორკოლით
მასმევს ხვანჭკარას,
განუმარტავს, თითქმის მოგონილს...
აქ არაფერი არ იცვლება,
დგას ბნელ ოთახში "E" მუდმივა
ხარისხად "X"
და დროს დასცინის.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები