 | ავტორი: გლეხიკაცი ჟანრი: პროზა 24 იანვარი, 2021 |
(მინიატურა)
_ როგორ ხარ ნოე? _ ვოლიერში დამწყვდეული მგელივით. _ მთელი სოფელი იძახის, რომ ნოე გიჟიაო, როგორ ეგუები?! _ ცხოველები მიყვარს და იმიტომ, სამი მგელი, ორი დათვი და არწივი მოვიშინაურე... შველიც მყავდა, ზალიკაანთ ოთარამ მომიკლა. ოხ მე მაგის... _ იქნებ სოფელს ერჩიან შენი მეგობარი დათვები? _ არა, ისე გავზარდე, არავის ერჩიან... _ ასე რამ შეგაყვარა ცხოველები? _ მათ ადამიანზე ძლიერი შუბლის ძარღვი აქვთ, არასოდეს უწყდებათ... არ იტყუებიან... _ ნოე, ჯადოსნური ჯოხი, რომ გქონდეს და გაცოცხლება შეგეძლოს მკვდრისა, ვის გააცოცხლებდი? ... _ სინდისს გავაცოცხლებდი, სინდისს... ხალხში მკვდარსა და გათელილ სინდისს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|