ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2021


27 იანვარს (დაბადების დღეს)

ოცდამეცამეტე იანვარში ზურგით დამატარებს.
მიწა ფხვიერია,
ჩემი სიცოცხლე-უტყუარი,
სიზმრები- ეკლიანი,
წარსული-მკაფიო,
აწმყო-მტკივნეული.
დავდივარ არსებობით დაორსულებული,
თუმცა არ ვიცი, როდის ვშობ სიკვდილს.
ღმერთებს ჩვენი შურდათ ძველ საბერძნეთში..
სიკვდილის მოლოდინი ახლაც ვნებს სიმშვიდეს..
საათის შეკივლებაზე ვიწოვთ სიცოცხლეს-
ნეტარ ვაქცინას..
აცრილები ვართ უტყუარი სიკვდილით,
რათა არსებობით ტკბობა უკეთ შევიგრძნოთ!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები