 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2021 |
არსად ვუშვებ თავს. წინ ბევრი რამე მაქვს: კედლები ჩამოსაწმენდი. თვალების გახელა. ობობების ქსელის გაბმა ნაადრევია. შინაგანი წადილი ჩემზე მეტი თუა, წუთს არ ვკარგავ თავის მოტყუებაში, თუ როგორ მოსწონთ ჩემთან ყველაფერი აწეწილი! დალაგებული ყველაფერი უინტერესოა. ვიწეწები რომ თავიდან დავლაგდე. დომხალი აკოწიწებს უჯრებს და ხვეულებს, მტვერი ახალი ფენისთვის სუფთავდება. ყოველდღე უნდა ვწერდე, რისთვისაც ძალიან ცოტა დრო მჭირდება, მე კი იმდენი დრო მაქვს, ამისთვის დროს ვერ ვპოულობ ყველაფერი როცა თავის დროს პოულობს, მაშინაა ღირებული მასში მოქმედება. ფუჭია ყოველივე, რაც იმისთვის არ ხდება, რომ რაღაც მოხდეს. იმ წუთიდან როცა ქმედითი ვარ, იხსნება ყველა უჯრა, რეალიზდება ყველა კუნთი და ყველა ფერი. საქმეა მხოლოდ ის, რასაც უნდა ვაკეთებდე, და როცა არ გამოვდივარ კომფორტის ზონიდან, დისკომფირტი მკლავს. დავცინი საკუთარ სერიოზულობას, როგორ დავბრძენდი, რომ აღარ ვიცინი... დავმარცხდი მეამიტობასთან- ბავშვობა სხვებს რომ ჰქონოდათ. როგორ დამღალა ილუზიამ, სისულელეების სატარმა სათვალემ. თვალთახედვა შევიცვალე, ირონია საკუთარი თავიდან მიწყებს, რათა დავმდაბლდე, სხვების სიმაღლიდან ვუცქირო საკუთარ თავს- ეს მე ვარ მხოლოდ ასეთი უმადური, თუ ჩემი შექმნის იდეამ მისაკუთრა, ჩარჩოდან ჩამომიღო, ორიგინალიდან სხვას რომ არ გადავეღე. უჩარჩოოდ შეკერილი ტილო კი უსაზღვროებაში თივასავით უქმად იფანტება, არც სურათია და არც ჩარჩო ჩარჩოობს, კალაპოტი სჭირდება უსაზღვროებას. დანახარჯი და კუთვნილება თუა, ჩარჩო სურათდება და სურათიც ჩარჩოვდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან დიდი მადლობა :)))) ძალიან დიდი მადლობა :))))
4. ინდივიდუალისტი ხართ! სათქმელი გაქვთ, მაგრამ ბევრია წყალი. გამოხატვის საკუთარი ფორმა უნდა იპოვოთ. დროთა განმავლობაში მიაგნებთ, ალბათ. სიტყვა „დომხალი“ არ უხდება. „დალაგებული ყველაფერი უინტერესოა“. - გეთანხმებით „ფუჭია ყოველივე, რაც იმისთვის არ ხდება, რომ რაღაც მოხდეს“ - ძალიან მომეწონა. „სისულელეების სატარმა სათვალემ“ - გაუგებარია სიტყვა „სატარმა“! „წესი წესში წესად გაწესებს“ - ენის გასატეხს ჰგავს, „წ“ ასოს სწორად წარმოსათქმელად :)))
ინდივიდუალისტი ხართ! სათქმელი გაქვთ, მაგრამ ბევრია წყალი. გამოხატვის საკუთარი ფორმა უნდა იპოვოთ. დროთა განმავლობაში მიაგნებთ, ალბათ. სიტყვა „დომხალი“ არ უხდება. „დალაგებული ყველაფერი უინტერესოა“. - გეთანხმებით „ფუჭია ყოველივე, რაც იმისთვის არ ხდება, რომ რაღაც მოხდეს“ - ძალიან მომეწონა. „სისულელეების სატარმა სათვალემ“ - გაუგებარია სიტყვა „სატარმა“! „წესი წესში წესად გაწესებს“ - ენის გასატეხს ჰგავს, „წ“ ასოს სწორად წარმოსათქმელად :)))
3. რა ნაცნობია ყველა დეტალი. +2 რა ნაცნობია ყველა დეტალი. +2
2. მადლობა :)) მადლობა :))
1. იდეალისტის მძიმე ხასიათია. აუცილებლად იპოვის თავის ფორმას. იდეალისტის მძიმე ხასიათია. აუცილებლად იპოვის თავის ფორმას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|