ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2021


*ძველებურადაც

ასე რატომ მიყურებ
პირფერი ცის ნარგისო.
აღარც დაგივიწყო და
აღარც მოგისაკლისო.
გაირინდა ჩემი ხმა,
ვინ იზომავს ზნეს.
ნეტავ ამახსნევინა ხვიარების ტყე.
ნეტავ გამახსნევინა
ერთი აბი მზე,

შენი თვალების. ცისარტყელების
მერე ათასი ღამე ვიაროთ,
ათასმეერთეს შემინახო და
ათასმეასედ აღარ მიარო,
სხვაგან წავიდე. ენა ავიდგა
მწველი. დარდივით ენა მზიანი.
რა სინამდვილის ავატარი ხარ
თავის "ავნია, ავნი ზნიანი.
მე უსინათლოდ. ლოცვის ძალებით
ძილის ბოდვისგან გადარჩენილი.
დილას და დილას
ისე დაგეძებ
ისევ აქ ვდგავარ მამაჩემივით.
აღარ გაეწყო გასვლა დღეებსაც,
ისე ჩანს, თითქოს წასვლას ვერ ვასწრებ.
და გაზაფხულის დარი მზეები
ნისლივით ადგას ველურ ვენახებს.

რომ ისევ ენას ვუტრიალებ. ენას და სითბოს.
ძველი ზღაპრები მოსასვლელად ემზადებიან.
ამაზე მეტად ან რა დავლიო
ემბაზებია
სინაზეა, ისე დუნეა.
მტკვარი ახლოა და მისთანა აღტაცებანი.
მაქსიმუმ ბალახს გავურიო ცოტა თუთუნი,
გაკოცო, მოვსვა წვიმების ხმა. ხმა თებერვალის.
ქროდნენ წამები, განაწამები.
დაისებს, როგორც
ამ თვალებს, ასე
ღვინით ფერვაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები