სერგეი ესენინი - მითხარი, ვერცხლისფერო თემშარავ...
მითხარი, ვერცხლისფერო თემშარავ, საითკენ მიხმობს შენი გზა-კვალი? დიდ ოთხშაბათის წმინდა კელაპტრად თავზე დაგნათის შუქურვარსკვლავი.
ილხენ, თუ დარდობ შესაბრალისი? თუ სიშლეგისკენ წამიყვან სრბოლით? გთხოვ, გაზაფხულის გულის ხალისით მიყვარდეს შენი ხეშეში თოვლიც.
მარხილი მწუხრის ნათლით განბანე, ბზის ტოტით მორთე აღვირი რაშის და, შესაძლოა, ღმერთის სავანეს მივუახლოვდე თავადვე მაშინ. 3 მარტი, 2021 წ.
Сергей Есенин - Серебристая дорога…
Серебристая дорога, Ты зовешь меня куда? Свечкой чисточетверговой Над тобой горит звезда. Грусть ты или радость теплишь? Иль к безумью правишь бег? Помоги мне сердцем вешним Долюбить твой жесткий снег. Дай ты мне зарю на дровни, Ветку вербы на узду. Может быть, к вратам господним Сам себя я приведу. 1918
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|