 | ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 12 მარტი, 2021 |
ხშირად, გაგვიგონია, რომ მამაკაცები აღარ ვარგიან და ა.შ. ამ შემთხვევაში, მათ ადვოკატად არ გამოვდგები, რადგან ქალი ვარ, მაგრამ თვითკრიტიკა ყოველთვის აუცილებელია. იმ აზრს ვეთანხმები, რომ თუ მამაკაცი ხარ, ყველაფერი უნდა შესძლო, მაგრამ ახლა, სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო. დაფიქრებულხართ, რომ იქნებ ეს ყველაფერი დროებამ, ქალის მეტისმეტმა ემანსიპაციამ, მოიტანა? ადამიანებო, ყოველგვარი განწირული ყვირილი ქალთა უფლებებზე უკვე გამაღიზიანებელიცაა და ვფიქრობ, ღრმად ჩამჯდარი კომპლექსებისგან მოდის. ნადმვილად ძლიერი, შემდგარი ადამიანი, არაფერს ამტკიცებს, არ ყვირის. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ძირითადად კი, რაც უნდა იყოს, მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეცოდება, ვფიქრობ, თავად იზიდავს მოძალადეს. როცა ქალს აქვს თვითშეფასება თავის ადგილზე, ის ერთი დღეც არ გაჩერდება ასეთ მამაკაცთან, თუნდაც, ჭერი არ ჰქონდეს თავზე _ თავმოყვარეობის ამბავია. ნუ იქნებით მაზო-ხისტები _ იყავით მოქნილები და თავმოყვარეები. ახლა, რა მომაგონდა: თუ გახსოვთ, ძველ ვანოს შოუ“_ში იყო ერთ-ერთი სკეჩი, პირდაპირ ვიტყვი, გულისამრევი, ანუ, ქალად ყოფნას რომ შეგაზარებს- თათულის და თამუნას მონაწილეობით- მოქეიფე ქალები. დიდი დრო არ დარჩა იქამდე, ასე თუ გაგრძელდა, როცა მალე ქმრებსაც მოიტაცებენ, იქეიფებენ ჩახეთქვამდე, და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს მოვუწოდებ ჩახეთქვისკენ, მაგრამ მამაკაცი ასეა მოწყობილი, განტვირთვა სჭირდება. თუმცა, არიან ისეთებიც, საერთოდ რომ არ სვამენ. სვეტსკურ წრუპვას არ ვამბობ, ერთ ჭიქა შამპანური ქალს რომ უხდება და გრაციას ანიჭებს, ისე აბა ვის? ქალებო, ჩაიხედეთ თქვენს გულებში _ ეს არის კომპლექსი, რომ კაცივით იყო, ე.წ. შური ფალიკური კულტის მიმართ. არასდროს ჩემს ცხოვრებაში, არ შემშურებია კაცის. მათ ხომ ამდენი მოვალეობა, ამხელა სანერვიულო ხვდებათ თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლაში? დიახ, მამაკაცი ძლიერი სქესია! ეს, ხსირად უნდა უმეოროთ თქვენს ქმარს თუ პარტნიორს, რადგან თ მამაკაცი ყველაფერს ვერ სესძლებს, და ზევსი ან აპოლონი ნამდვილად არ არის, თქვენთვის ხომ გმირია? შეძახილმა ხე გაახმოო, ამიტომ, მიტ უმეტეს, საყვარლეი ქალის სიტყვებს შელოცვლის ძალა აქვს. ქალებს, შესაშური არაფერი გვაქვს. გავიხსენოთ ჩვენი ლადო ასათიანი: „ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.“ ქალობა, მერწმუნეთ, იმდენად თვითკმარი და მაგარი რამ არის, ღმერთო ჩემო, რატომ უნდა მინდოდეს კაცობა? მესმის, ეს მოდის პატრიარქალური კულტურიდან, რომ კაცისთვის ყველაფერი შეიძლება და ა.შ. მაგრამ, ჩვენი ქალური მოქნილობაც იმაშია, რომ ყველაფერში დავეთანხნოთ, ზუსტად ასე მივიღებთ ყველაფერს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მას კი დაე, ეგონოს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა _ნამდვილი ჰარმონია. ქალებო, ნუ დაემსგავსებით მამაკაცებს, და ნუ შეეჯიბრებით მას... თქვენ ასეთ მშვენიერები, ნაზები ხართ, და როცა გაუთავებლად გაჰყვირით, რომ ქალები არიან ძლიერი სქესი, რომ ქალებს შეუძლიათ ყველაფერი უკეთ და ა.შ, აბა, გულში ჩაიხედეთ, განა, ეს გინდათ? ასეთ ქალთან ხომ მხოლოდ უსუსური მამაკაცი მოვა? განა, არ გინდათ გვერდით ძლიერი კედელი, რომ ვიღაცამ დაგიცვათ, მოგეფეროთ? განა, ასეთი თავიდან ბოლომდე არტემიდას ტიპის ამაზონი ქალი, მიიზიდავს ნამდვილ მამაკაცს? იქნებ, იმიტომ აღარ სჩადიან საქმეებს საგმიროებს კაცები, რომ ამისათვის, ნამდვილი ქალები აღარ არიან და აღარ შთააგონებენ?
ქალის როლი არ არის კონკურენცია, მეტოქეობა, პირიქით, მან უნდა დააშოშმინოს, დააბალანსოს. ასე კი, როცა მამაკაცს სულ ეჯიბრები და ეუბნები, რომ არაფერში ვარგა, მას დემასკულაციას უკეთებ- ფიქრობს, ეს ქალი თავად კაცია, რადგან არანაირი ქალური მასში არ არის, აბა, სადღა არის ჩემი როლი, თუ ჩემზე მაგარია? განა, ეს გინდათ? ეს ჯიბრი რა უბედურებაა. ჩვენი, ქალურობის, მთავარი მაგნიტიც ამაშია, რომ ჩვენ ასე დაბლა არ ვეცემით, უფრო მაღალ მატერიებზე ფიქრობს ქალი, როგორიცაა სიყვარული, სიმშვიდე, სითბო, და ა.შ. რაც უნდა არაპოპულარული ნათქვამი იყოს დღესდღეობით, დარწმუნებული ვარ, რომ ქალის მთავარი სიძლიერე მისი სისუსტეა. ავტორს ბოდიშს ვუხდი, არ მახსოვს, ვინ არის, მაგრამ კლასიკა კლასიკაა და ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუ ქალურობას, მოქნილობას ჩაკლავთ, კარგს ვერაფერს მიიღებთ! მერე, ადვილია თქმა, რომ სამყარო გადაგვარდა- სამყაროს ადამიანები ქმნიან _ ამიტომაა ამდენი ვაჟკაცური ქალი და ნაზი მამაკაცი და შეცვლილი როლები ჩვენს გარშემო. ვისი ბრალია? არ მინდა, სიტყვა ბრალი ვახსენო, არ მომწონს. უბრალოდ, მამაკაცები ახლა ამას ისე ნუ მიიღებენ, რომ სულ ქალზე ყოფილა ყველაფერი, რადგანაც ტრაგედია იმაშია, რომ ქალურობის მსგავსად, მამაკაცურობაც იშვიათი ხილია. არაერთხელ, მსმენია, რომ გოგონას ეუბნებიან: როგორი ქალური ხარ, იშვიათად ქალური, ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის _ და მაინც არაფერი. იმიტომ, რომ ნამდვილი მამაკაციც, როგორც ნამდვილი ქალი, და მეჩვენება, როგორც ყველაფერი კარგი და ნამდვილი, (ძვირფასი თვალი, ჯიშიანი ცხენი ან გამორჩეული ყვავილი და ა.შ), სამყაროში ძალზე ცოტაა, სარეველებისგან განსხვავებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დიახ! ეეეჰ, ნამდვილი მამაკაცები რომ აღარ არიან, ყველაფერი მაგის ბრალია, გაუკუღმართდა სამყარო. კაცი რომ ქალს ცხრა მთას იქით გაუშვებს. ოღონდ მან არაფერი იკადროს და არ შეწუხდე, იქ დამთავრდა ქალის პატივისცემაც, ფასიც და ყველაფერი. თუ არაფერი გამოსწორდა, დასანგრევია ეს სამყარო, და ინგრევა კიდეც! დიახ! ეეეჰ, ნამდვილი მამაკაცები რომ აღარ არიან, ყველაფერი მაგის ბრალია, გაუკუღმართდა სამყარო. კაცი რომ ქალს ცხრა მთას იქით გაუშვებს. ოღონდ მან არაფერი იკადროს და არ შეწუხდე, იქ დამთავრდა ქალის პატივისცემაც, ფასიც და ყველაფერი. თუ არაფერი გამოსწორდა, დასანგრევია ეს სამყარო, და ინგრევა კიდეც!
12. ისე აგრესიულად „იცავენ უფლებებს“, რომ ძალაუნებურად გიჩნდება შეწინააღმდეგების სურვილი.
ისე აგრესიულად „იცავენ უფლებებს“, რომ ძალაუნებურად გიჩნდება შეწინააღმდეგების სურვილი.
11. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია გონიერება: ორ მაგალითს მოვიყვან: არის ერთ ჩემი ნაცნობი, რომელსაც გაქცევა უნდოდა სამუშაოდ ესპანეთში, დიახ, გაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა თავისი უსაქმური, ქურდი ქმარი, საუბარში, მიმახვედრა, რომ თ იქ უკეთესს ნახავდა, გაყვებოდა. და გაემტყუნება, როო? ამან, იცი, რა უთხრა? მე, წამოვალ თ გინდა, ოღონდ არც იქ უნდა ვაკეთო არაფერიო. ნუ, პარაზიტი ბუნებით. და რამდენი კარგი ოჯახი დაინგრა იძულებითი მიგრაციის ნიადაგზე? ახლა, მეორე მაგალითი: ჩემს მეორე ნაცნობსაც, ვალების გამო, გასაქცევად მოექცა საქმე, და გაიქცა კიდეც, მაგრამ გონიერება იხმარა, ქმარიც გამგებიანი და მშრომელი აღმოაჩნდა, მიხვდა ეს გოგო, რომ ოჯახი შეიძლებოდა, დანგრეოდათ, უშოვა ქმარსაც სამსახუარი, და ისიც წავიდა. სხვათაშორის, ბაბუას უვლის,. გული ამიჩუყდა. რომ ამბობენ, ქალების საქმეა მარტოო, მე ასე არ ვყოფ. დიახაც, კეთილი ინება და |"იკადრა", თანაც, ცოლთანაა და ოჯახიც გადარჩა. დასანგრევი ოჯახი, აქაც უნდა დაინგრეს, ჩემი აზრით, თ ურთიერთობა ტოქსიკურია, მაგრამ ესენი მოყვარული ცოლ-ქმარია, ვენაცვალე! აი, გონიერება და სიყვარულიც ასეთ მესმის! მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია გონიერება: ორ მაგალითს მოვიყვან: არის ერთ ჩემი ნაცნობი, რომელსაც გაქცევა უნდოდა სამუშაოდ ესპანეთში, დიახ, გაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა თავისი უსაქმური, ქურდი ქმარი, საუბარში, მიმახვედრა, რომ თ იქ უკეთესს ნახავდა, გაყვებოდა. და გაემტყუნება, როო? ამან, იცი, რა უთხრა? მე, წამოვალ თ გინდა, ოღონდ არც იქ უნდა ვაკეთო არაფერიო. ნუ, პარაზიტი ბუნებით. და რამდენი კარგი ოჯახი დაინგრა იძულებითი მიგრაციის ნიადაგზე? ახლა, მეორე მაგალითი: ჩემს მეორე ნაცნობსაც, ვალების გამო, გასაქცევად მოექცა საქმე, და გაიქცა კიდეც, მაგრამ გონიერება იხმარა, ქმარიც გამგებიანი და მშრომელი აღმოაჩნდა, მიხვდა ეს გოგო, რომ ოჯახი შეიძლებოდა, დანგრეოდათ, უშოვა ქმარსაც სამსახუარი, და ისიც წავიდა. სხვათაშორის, ბაბუას უვლის,. გული ამიჩუყდა. რომ ამბობენ, ქალების საქმეა მარტოო, მე ასე არ ვყოფ. დიახაც, კეთილი ინება და |"იკადრა", თანაც, ცოლთანაა და ოჯახიც გადარჩა. დასანგრევი ოჯახი, აქაც უნდა დაინგრეს, ჩემი აზრით, თ ურთიერთობა ტოქსიკურია, მაგრამ ესენი მოყვარული ცოლ-ქმარია, ვენაცვალე! აი, გონიერება და სიყვარულიც ასეთ მესმის!
10. გეთანხმები მეც. არ ვიცი, საყვედური იყო ეს ?საყვედური კი არა, მსხვერპლის მდგომარეობიდან გამოსვლა ვ უსურვე, გაძლეკირება ვუსურვე, სწავლაზე ორიენტირება და ა.შ. და თუ არის საშუალება, დასტამნ ან ძმასტან დროებთ გადასვლა, ვიდრე თავის შეკვლა. მესმის, რომ მოსარიდებელია, მაგრამ რა ვიცი, ასე ზვარაკად თავის მიტანა- ამიტომ, უნდა ისწავლოს ყველამ, ნუ, თ არ გამოსდის, ამიტომაა საჭირო თუმდაც, კერვის სწავლა, ან ცხობის, რომ თავი გაიტანონ. მესმის, ეს კომპლექსური საკითხია და რა ვიცი, ასე იოლად მოსაგვარებელი როდია. მე მეცოდებიან ქალები, მე აქ ლაპარაკი მქონდა მათზე, ვინც გადაამეტს, და უნდა ვეცადოთ, არ დავკარგოტ ქალურობა, ვიცი, ზოგჯერ ეს შეუძკლებელიც კია. რა თქმა უნდა, პატივისცემა ჩემი მათ. ტრაგედიაა, თუნდაც ცხრა მთას ი ქით გადაკარგული ქალების ბედი, რომელთა ქმრებიც აქ არაფერს აკეთებენ და მეტიც, ნუ, მოკლედ, მე სოლიდარობა არ მაკლია, ჩემო ფლორე, აქ, განსხვავბეული რაკურსით შევხედე უბრალოდ, თორემ, ქალები რომ ასე გაძლეირდნენ, რა თქმა უნდა, კაცების სისუსტის ბრალია, მაგრამ ცალსახად, არა _ ეს ბრალია ჩვენი ფორმაციის ცვლის, ცალსახაა, რომ ის ავად სახ სენებელი წყობა უნდა დანგრეულიყო, მაგრამ ბოროტების იმპერიის ნგრევაც მგრევაა, და ჩვენ, ამ გარდამავალ პერიოდსი მოვყევით, ომგამოვლილები ვართ, მამაკაცების საუკეტესო ნაწილი, მიწაში ჩაწვა სრულაიდ უაზროდ, დიდი ნაწილი, განარკომანდა, და ა.შ. მოკლედ, ჯერ კიდევ ბნელა საქართველოში და იმედია, ოდესმე გაზაფხული მაინც მოვა! გეთანხმები მეც. არ ვიცი, საყვედური იყო ეს ?საყვედური კი არა, მსხვერპლის მდგომარეობიდან გამოსვლა ვ უსურვე, გაძლეკირება ვუსურვე, სწავლაზე ორიენტირება და ა.შ. და თუ არის საშუალება, დასტამნ ან ძმასტან დროებთ გადასვლა, ვიდრე თავის შეკვლა. მესმის, რომ მოსარიდებელია, მაგრამ რა ვიცი, ასე ზვარაკად თავის მიტანა- ამიტომ, უნდა ისწავლოს ყველამ, ნუ, თ არ გამოსდის, ამიტომაა საჭირო თუმდაც, კერვის სწავლა, ან ცხობის, რომ თავი გაიტანონ. მესმის, ეს კომპლექსური საკითხია და რა ვიცი, ასე იოლად მოსაგვარებელი როდია. მე მეცოდებიან ქალები, მე აქ ლაპარაკი მქონდა მათზე, ვინც გადაამეტს, და უნდა ვეცადოთ, არ დავკარგოტ ქალურობა, ვიცი, ზოგჯერ ეს შეუძკლებელიც კია. რა თქმა უნდა, პატივისცემა ჩემი მათ. ტრაგედიაა, თუნდაც ცხრა მთას ი ქით გადაკარგული ქალების ბედი, რომელთა ქმრებიც აქ არაფერს აკეთებენ და მეტიც, ნუ, მოკლედ, მე სოლიდარობა არ მაკლია, ჩემო ფლორე, აქ, განსხვავბეული რაკურსით შევხედე უბრალოდ, თორემ, ქალები რომ ასე გაძლეირდნენ, რა თქმა უნდა, კაცების სისუსტის ბრალია, მაგრამ ცალსახად, არა _ ეს ბრალია ჩვენი ფორმაციის ცვლის, ცალსახაა, რომ ის ავად სახ სენებელი წყობა უნდა დანგრეულიყო, მაგრამ ბოროტების იმპერიის ნგრევაც მგრევაა, და ჩვენ, ამ გარდამავალ პერიოდსი მოვყევით, ომგამოვლილები ვართ, მამაკაცების საუკეტესო ნაწილი, მიწაში ჩაწვა სრულაიდ უაზროდ, დიდი ნაწილი, განარკომანდა, და ა.შ. მოკლედ, ჯერ კიდევ ბნელა საქართველოში და იმედია, ოდესმე გაზაფხული მაინც მოვა!
9. მესმის შენი გულისტკივილი მეგობარო. ნაწილობრივ გეთანხმები კიდეც, იმაში რომ სქესმა თავისი ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგოს და კაცმაც და ქალმაც თავისი როლი და ფუნქცია მკაფიოდ უნდა მოიხაზოს, თუმცა... თუმცა, ემანსიპაციის თემაც და ქალთა უფლებების საკითხიც სწორედ მამაკაცების გადამლაშებული პატრიარქალურ სამყაროსთან გასაბრძოლებლად წამოვიდა. საქართველოში კი, "ბირჟაზე", დომინოს მოთამაშე კაცებისგან ნაშიმშილარი ოჯახის სიმძიმე რომ ქალებმა აიღეს საკუთარ მხრებზე , ეს ისევ ქალების ბრალია?! განათლებისა და ხმის უუფლებო ქალებმა რომ საკუთარ უფლებებზე, საკუთარი პიროვნების აზრის მნიშვნელობაზე დაიწყეს საუბარი თუ ყვირილი - ეს ქალების ბრალია? რა თქმა უნდა არა! ფემინიზმი სალანძღავი სიტყვა შეიქმნა, და მაინც რას ნისნავს ფემინიზმი თუ არა " საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. " ამ დროს რადიკალები უტრირებენ თემებზე რომ ქალი და მამაკაცი ყველანაირად თანასწორიაო. არადა თავად ეს თეორიაც, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ფილოსოფიური, არსად გულისხმობს ქალის და მამაკაცის ემოციური თუ ფიზიკური მონაცემების გათანასწორებას! დიახ, სულაც არ მინდა ვიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც მამაკაცია ! არ მინდა მომეთხოვებოდეს იგივე სირთულეებთან გამკლავება, თუმცა მიწევს კი! გვინდა გვყავდეს საყრდენი, მხარზე თავს რომ ჩამოადებ და სულ თუ არ დაიწუწუნებ, წარმოიდგენ მაინც რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასეთი მამაკაცები სწორედაც რომ აღარ არიან ისე ხშირად შესაფეთებლები, რომ მათი არსებობა დაიჯერო და მხოლოდ გამონაკლის იღბალს არ დააბრალო, თუ კი ასეთი სადმე შეგხვდება. რეკურსიას ჰგავს ეს სიტუაცია, თითქოს, ანუ ძლიერმა ქალებმა გამოიწვიეს უსუსური მამაკაცების სიმრავლე, თუმცა რა გგონიათ ადრე ქალები ძლიერები არ გვყავდა?! რომელი ემანსიპირებული ქალი შეედრება დედას, რომელიც 9 ვაჟკაცის ომში დაცემის შემდეგ თავად აღმართავს დროშას. რომელიც გულში დანას დაიცემს, ოღონდაც ურჯულოს არ დანებდეს?! ძლიერი ქალები მაშინაც იყვნენ და ახლაც უხვად არიან, თუმცა არ დაუკარგავთ სუსტ ქალად ყოფნის სურვილი და განწყობა. იმდენი ღირსეული ძლიერი ქალი ვიცი, ვისაც ერთი სული აქვს სუსტ და ხელისგულზე სატარებელ ქალად იქცეს, მაგრამ ფაქტი და რეალობა ჯიუტია! ახლა კი, ქალებმა რომ შეწყვიტონ თავისი "ძა;ების" დემონსტრირება, ამის შედეგი იქნება მშიერი ბავშვები და დანგრეული ოჯახები! რაც შეეხება ძაალადობის ქვეშ მცხოვრებ ქალებს, მათი მესმის, რადგან შიში უფრო ძლიერია, ვიდრე გამბედაობა! რთულია 8 კლას დამთავრებულ გოგოს, რომელსაც არც ხელობა აქვს, არც თვალსაწიერი აქვს ფართო და არც ზურგი არ ჰყავს, აუხსნა რომ ქმრისგან წამოსვლა სჯობია ყველაფერს! ვერა, ვერ გაიგებს ის, რადგან არ იცის რა შეიძლება მოელოდოს და მიჩვეულ ჭირს ირჩევენ. მესმის მათი იმდენად რომ ერთი ბეწო საყვედურიც არასდროს დამცდება მათი მისამართით, მხოლოდ გულწრფელი სინანული და ლოცვა თუ აღმომხდება! დიახ, რთულია იყო ქალი, რთული იყო, არის და იქნება! ამ თემის წამოწევისთვის კი ჩემგან 5 შენ :) მესმის შენი გულისტკივილი მეგობარო. ნაწილობრივ გეთანხმები კიდეც, იმაში რომ სქესმა თავისი ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგოს და კაცმაც და ქალმაც თავისი როლი და ფუნქცია მკაფიოდ უნდა მოიხაზოს, თუმცა... თუმცა, ემანსიპაციის თემაც და ქალთა უფლებების საკითხიც სწორედ მამაკაცების გადამლაშებული პატრიარქალურ სამყაროსთან გასაბრძოლებლად წამოვიდა. საქართველოში კი, "ბირჟაზე", დომინოს მოთამაშე კაცებისგან ნაშიმშილარი ოჯახის სიმძიმე რომ ქალებმა აიღეს საკუთარ მხრებზე , ეს ისევ ქალების ბრალია?! განათლებისა და ხმის უუფლებო ქალებმა რომ საკუთარ უფლებებზე, საკუთარი პიროვნების აზრის მნიშვნელობაზე დაიწყეს საუბარი თუ ყვირილი - ეს ქალების ბრალია? რა თქმა უნდა არა! ფემინიზმი სალანძღავი სიტყვა შეიქმნა, და მაინც რას ნისნავს ფემინიზმი თუ არა " საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. " ამ დროს რადიკალები უტრირებენ თემებზე რომ ქალი და მამაკაცი ყველანაირად თანასწორიაო. არადა თავად ეს თეორიაც, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ფილოსოფიური, არსად გულისხმობს ქალის და მამაკაცის ემოციური თუ ფიზიკური მონაცემების გათანასწორებას! დიახ, სულაც არ მინდა ვიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც მამაკაცია ! არ მინდა მომეთხოვებოდეს იგივე სირთულეებთან გამკლავება, თუმცა მიწევს კი! გვინდა გვყავდეს საყრდენი, მხარზე თავს რომ ჩამოადებ და სულ თუ არ დაიწუწუნებ, წარმოიდგენ მაინც რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასეთი მამაკაცები სწორედაც რომ აღარ არიან ისე ხშირად შესაფეთებლები, რომ მათი არსებობა დაიჯერო და მხოლოდ გამონაკლის იღბალს არ დააბრალო, თუ კი ასეთი სადმე შეგხვდება. რეკურსიას ჰგავს ეს სიტუაცია, თითქოს, ანუ ძლიერმა ქალებმა გამოიწვიეს უსუსური მამაკაცების სიმრავლე, თუმცა რა გგონიათ ადრე ქალები ძლიერები არ გვყავდა?! რომელი ემანსიპირებული ქალი შეედრება დედას, რომელიც 9 ვაჟკაცის ომში დაცემის შემდეგ თავად აღმართავს დროშას. რომელიც გულში დანას დაიცემს, ოღონდაც ურჯულოს არ დანებდეს?! ძლიერი ქალები მაშინაც იყვნენ და ახლაც უხვად არიან, თუმცა არ დაუკარგავთ სუსტ ქალად ყოფნის სურვილი და განწყობა. იმდენი ღირსეული ძლიერი ქალი ვიცი, ვისაც ერთი სული აქვს სუსტ და ხელისგულზე სატარებელ ქალად იქცეს, მაგრამ ფაქტი და რეალობა ჯიუტია! ახლა კი, ქალებმა რომ შეწყვიტონ თავისი "ძა;ების" დემონსტრირება, ამის შედეგი იქნება მშიერი ბავშვები და დანგრეული ოჯახები! რაც შეეხება ძაალადობის ქვეშ მცხოვრებ ქალებს, მათი მესმის, რადგან შიში უფრო ძლიერია, ვიდრე გამბედაობა! რთულია 8 კლას დამთავრებულ გოგოს, რომელსაც არც ხელობა აქვს, არც თვალსაწიერი აქვს ფართო და არც ზურგი არ ჰყავს, აუხსნა რომ ქმრისგან წამოსვლა სჯობია ყველაფერს! ვერა, ვერ გაიგებს ის, რადგან არ იცის რა შეიძლება მოელოდოს და მიჩვეულ ჭირს ირჩევენ. მესმის მათი იმდენად რომ ერთი ბეწო საყვედურიც არასდროს დამცდება მათი მისამართით, მხოლოდ გულწრფელი სინანული და ლოცვა თუ აღმომხდება! დიახ, რთულია იყო ქალი, რთული იყო, არის და იქნება! ამ თემის წამოწევისთვის კი ჩემგან 5 შენ :)
8. ზუსტად ამაშია ქალის სიძლიერე, რომ დიახ, დამოუკიდებელი უნდა იყოს ფინანსურად, მაგრმა ამავე დროს არ დაკარგოს მთავარი _ ქალურობა. ძლეირიც იყოს და ნაზიც _ ეს არის ძნელი, თორემ იყო მარტო ძლიერი ან მარტო სუსტი, უფრო ადვილია. მაგრამ, მთავარ ის არის, ჩემი აზრით, რომ ქალი უნდა ჰგავდეს ქალს და კაცი კაცს. პათოლოგიებზე არ ვსაუბრობ, რა ქნან, ვინც ვერ გადალახა ამგვარი მიდრეკილებები, მაგრამ აი, ძალით რომ კაცი გახდები ან ქალი, ეს უკვე, მარაზმია, ეს იგივეა, რომ ბოდიში და გემოს და მრავალფეროვნების გულისტვის, გეი გახედ, რაც ყოვლად გულისამრევია და ხშირი, თურმე. მე მაპატიეთ. ეს არის უკვე ჰარმონისს დარღვევა. იქამდეც მივიდნენ დღეს ქალები, კაცებს არატუ გონებრივად ( რაც ხშირადმ, ასეცაა), ფიზიკურადაც არ ჩამოვრჩებითო. ეს უკვე სიგიჟეა. მთელი სილამაზე ისაა, რომ ქალი ნაზია და დაცვა სჭირდება. მერე, გვიკვირს, რატომ აღარ არიან ძლიერი კაცები _ კაცს უნდა მოანდომო კაცობა, თორემ ყველაფერში თუ გაეჯიბრე, ეს ნიშნავს, რომ კაცად იქეცი, მეორე კაცი ქალის სახით კი მანდვილ მამაკაცს არაფერში სჭირდება. ასეთ დროს, ქალი მხოლოდ სუსტ კაცს იშოვის. ახლა მომივიდა აზრად; იქნებ, ამიტომაა, რომ მსოფლიო შეიშალა და გაუკუღმართდა და როლები აირია? იქნებ, ეს პანდემიაც ამის გამოძახილია? ღმერტმა ასე ჩაგვიფიქრა და სამყაროს გადაკეთება არ უნდა ვცადოთ< აბსურდის თეატრი არ უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ტვირთად არ უნდა აეკიდო, ქმრის პარტნიორი და თანამებრძოლიც უნდა იყო, მაგრამ, პირველ რიგში, დარჩე ქალად. გამიგრძელდა, უკაცრავად. :) სენსიტიური თემაა ჩემთვის. სიყვარულით, უმა ზუსტად ამაშია ქალის სიძლიერე, რომ დიახ, დამოუკიდებელი უნდა იყოს ფინანსურად, მაგრმა ამავე დროს არ დაკარგოს მთავარი _ ქალურობა. ძლეირიც იყოს და ნაზიც _ ეს არის ძნელი, თორემ იყო მარტო ძლიერი ან მარტო სუსტი, უფრო ადვილია. მაგრამ, მთავარ ის არის, ჩემი აზრით, რომ ქალი უნდა ჰგავდეს ქალს და კაცი კაცს. პათოლოგიებზე არ ვსაუბრობ, რა ქნან, ვინც ვერ გადალახა ამგვარი მიდრეკილებები, მაგრამ აი, ძალით რომ კაცი გახდები ან ქალი, ეს უკვე, მარაზმია, ეს იგივეა, რომ ბოდიში და გემოს და მრავალფეროვნების გულისტვის, გეი გახედ, რაც ყოვლად გულისამრევია და ხშირი, თურმე. მე მაპატიეთ. ეს არის უკვე ჰარმონისს დარღვევა. იქამდეც მივიდნენ დღეს ქალები, კაცებს არატუ გონებრივად ( რაც ხშირადმ, ასეცაა), ფიზიკურადაც არ ჩამოვრჩებითო. ეს უკვე სიგიჟეა. მთელი სილამაზე ისაა, რომ ქალი ნაზია და დაცვა სჭირდება. მერე, გვიკვირს, რატომ აღარ არიან ძლიერი კაცები _ კაცს უნდა მოანდომო კაცობა, თორემ ყველაფერში თუ გაეჯიბრე, ეს ნიშნავს, რომ კაცად იქეცი, მეორე კაცი ქალის სახით კი მანდვილ მამაკაცს არაფერში სჭირდება. ასეთ დროს, ქალი მხოლოდ სუსტ კაცს იშოვის. ახლა მომივიდა აზრად; იქნებ, ამიტომაა, რომ მსოფლიო შეიშალა და გაუკუღმართდა და როლები აირია? იქნებ, ეს პანდემიაც ამის გამოძახილია? ღმერტმა ასე ჩაგვიფიქრა და სამყაროს გადაკეთება არ უნდა ვცადოთ< აბსურდის თეატრი არ უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ტვირთად არ უნდა აეკიდო, ქმრის პარტნიორი და თანამებრძოლიც უნდა იყო, მაგრამ, პირველ რიგში, დარჩე ქალად. გამიგრძელდა, უკაცრავად. :) სენსიტიური თემაა ჩემთვის. სიყვარულით, უმა
7. თქვენი აზრი თქვენია. მე კატეგორიულად, არაფერს ვამტკიცებ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით სრულიად, რომ მოძალადეა დამნაშავე, აბა რა. მე ვამბობ, რომ მსხვერპლი აუცილებლად უნდა წამოვიდეს, ეგრევე, ტორემ, ვიცი, კარგად ინიღბებიან და შესაძლოა, ქალმა ვერ შეატყოს. რა ტქმა უნდა, მსახვერპლის მხარეს ვარ, ცალსახად. მე სხვა რამ ვიგულისხმე. სადავოც არაფერია, დიდად განსხვავებული აზრი არ გვაქვს. მადლობა, რომ წამიკითხეთ <3 პ.ს. უბრალოდ, სადისტი და მაზოხისტი, იზიდავენ ხშირად ერთმანეთს, ეს ფსიქოლოგიაში დადგენილია. თუმცა, ეს კი ვიცი, რომ ყველა ქალი ქალი არ არის, და არც ყველა მამაკაცი მამაკაცი. მე ასე ვფიქრობ. თქვენი ნებაა. კარგ დღეს გისურვებთ! თქვენი აზრი თქვენია. მე კატეგორიულად, არაფერს ვამტკიცებ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით სრულიად, რომ მოძალადეა დამნაშავე, აბა რა. მე ვამბობ, რომ მსხვერპლი აუცილებლად უნდა წამოვიდეს, ეგრევე, ტორემ, ვიცი, კარგად ინიღბებიან და შესაძლოა, ქალმა ვერ შეატყოს. რა ტქმა უნდა, მსახვერპლის მხარეს ვარ, ცალსახად. მე სხვა რამ ვიგულისხმე. სადავოც არაფერია, დიდად განსხვავებული აზრი არ გვაქვს. მადლობა, რომ წამიკითხეთ <3 პ.ს. უბრალოდ, სადისტი და მაზოხისტი, იზიდავენ ხშირად ერთმანეთს, ეს ფსიქოლოგიაში დადგენილია. თუმცა, ეს კი ვიცი, რომ ყველა ქალი ქალი არ არის, და არც ყველა მამაკაცი მამაკაცი. მე ასე ვფიქრობ. თქვენი ნებაა. კარგ დღეს გისურვებთ!
6. დაგვანახე, ბატონო მუხა:) ისე, ნამდვილმა კაცმა, აქეთ უნდა გიპოვოს:) დაგვანახე, ბატონო მუხა:) ისე, ნამდვილმა კაცმა, აქეთ უნდა გიპოვოს:)
5. რაც ასაკი მემატება, დისკუსიაში შესვლა სულ უფრო მეზარება ხოლმე. ბოლოს როდის შევეწინააღმდეგე ვინმეს რამეში არ მახსოვს, არა იმიტომ რომ ვეთანხმებოდი. ისე, უბრალოდ, მეზარებოდა, არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი. ან ვიცოდი, არ ღირდა. მაგრამ აქ რომ არ დავწერო, გული არ მიშვებს. შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ბევრი რამეა რაშიც ვერ დაგეთანხმე და ბევრი კითხვაა ისეთი, რაც დამრჩა. პირველი ის, რომ ადამიანის შეცოდება ვერაა მაინცდამაინც კარგი შეგრძნება. სწორი დამოკიდებულება, უფრო ასე ვიტყოდი. თანაგრძნობა და ემპათია, კი. რომ გვესმოდეს სინამდვილეში რას ნიშნავს მოძალადის მსხვერპლობა, ან გამოცდილი უნდა გვქონდეს, ან ემპათიის იმხელა უნარი გაგვაჩნდეს, რომ შევდიოდეთ მათს ტყავში. მსხვერპლი თავად იზიდავს მოძალადესო, ეს მიდგომა მოძალადის დანაშაულს უკანა პლანზე წევს და მსხვერპლი გამოყავს უბედურების მიზეზი. “იცოდა ვინც იყო და მაინც დაიწყო ურთიერთობაო, თავის შველა შეეძლო და არ ქნაო, პროვოცირება გაუწიაო...” აი ეს მიდგომაა. ეს ჯანსაღია? არამგონია. მოძალადე ხშირ შემთხვევაში ბრწყინვალე მანიპულატორია და არა, შენ არ იცი რომ მოძალადესთან იწყებ ურთიერთობას. მსხვერპლის მდგომარეობას იმდენი ეტაპი აქვს, იმდენი.. და თვითშეფასების პრობლემა მაგ ამბავში ყველაფრის განმსაზღვრელი არ არის. ჯერ უნდა მიხვდე და გაიაზრო, მერე აღიარო, მერე გადალახო მოძალადის გამოსწორების, შეცოდების, მისი შველის იმედი და მაგ როლიდან გამოხვიდე. მერე გაიმარჯვო ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მძიმეა და მოიკრიბო ფიზიკური ძალა მოძრაობის და თავის შველის, რაც ზოგჯერ მართლა შიმშილსა და უსახლკარობას ნიშნას. ჰოდა, არ არის მაზოხისმისა და უთავმოყვარეობის პრობლემა. სადიზმის, აგრესიისა და ბოროტების პრობლემაა. მსხვერპლს მოვთხოვოთ იყოს ძლიერი, ჭკვიანი და მტკიცე და მოძალადე დარჩეს ასე? თავმინებებული? იმას მაინც არ ეშველება და შენ იყავი ყოჩაღიო? და თუ ვერ ხარ შენ დაგბრალდეს რაც გჭირსო? ჰმ. სინაზეს, ქალურობას, არამამაკაცურობასა და მსგავს თვისებებს რაც შეეხება, რა ვიცი, ვის ვინ დაუდგინა როგორი უნდა იყოს? როგორ უნდა იქცეოდეს ან არ იქცეოდეს? ეგ ბუნების ნაწილია. ან სულაც რომ არ იყოს, მე რომ გამოვიგონო, გადავსხვაფერდე და გავხდე ანდროგენული და უხეში, ნამდვილი ქალი არ ვიქნები? და ეგ რას ნიშნავს საერთოდ? ნამდვილი? მეტქალობას? ნაკლებქალობას? ან ნამდვილი მამაკაცი რას ნიშნავს? სახეხატი არსებობს რომელიმესი რომელსაც უნდა ვემსგავსებოდეთ და არ ვიცი? ჰმ. რაც ასაკი მემატება, დისკუსიაში შესვლა სულ უფრო მეზარება ხოლმე. ბოლოს როდის შევეწინააღმდეგე ვინმეს რამეში არ მახსოვს, არა იმიტომ რომ ვეთანხმებოდი. ისე, უბრალოდ, მეზარებოდა, არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი. ან ვიცოდი, არ ღირდა. მაგრამ აქ რომ არ დავწერო, გული არ მიშვებს. შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ბევრი რამეა რაშიც ვერ დაგეთანხმე და ბევრი კითხვაა ისეთი, რაც დამრჩა. პირველი ის, რომ ადამიანის შეცოდება ვერაა მაინცდამაინც კარგი შეგრძნება. სწორი დამოკიდებულება, უფრო ასე ვიტყოდი. თანაგრძნობა და ემპათია, კი. რომ გვესმოდეს სინამდვილეში რას ნიშნავს მოძალადის მსხვერპლობა, ან გამოცდილი უნდა გვქონდეს, ან ემპათიის იმხელა უნარი გაგვაჩნდეს, რომ შევდიოდეთ მათს ტყავში. მსხვერპლი თავად იზიდავს მოძალადესო, ეს მიდგომა მოძალადის დანაშაულს უკანა პლანზე წევს და მსხვერპლი გამოყავს უბედურების მიზეზი. “იცოდა ვინც იყო და მაინც დაიწყო ურთიერთობაო, თავის შველა შეეძლო და არ ქნაო, პროვოცირება გაუწიაო...” აი ეს მიდგომაა. ეს ჯანსაღია? არამგონია. მოძალადე ხშირ შემთხვევაში ბრწყინვალე მანიპულატორია და არა, შენ არ იცი რომ მოძალადესთან იწყებ ურთიერთობას. მსხვერპლის მდგომარეობას იმდენი ეტაპი აქვს, იმდენი.. და თვითშეფასების პრობლემა მაგ ამბავში ყველაფრის განმსაზღვრელი არ არის. ჯერ უნდა მიხვდე და გაიაზრო, მერე აღიარო, მერე გადალახო მოძალადის გამოსწორების, შეცოდების, მისი შველის იმედი და მაგ როლიდან გამოხვიდე. მერე გაიმარჯვო ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მძიმეა და მოიკრიბო ფიზიკური ძალა მოძრაობის და თავის შველის, რაც ზოგჯერ მართლა შიმშილსა და უსახლკარობას ნიშნას. ჰოდა, არ არის მაზოხისმისა და უთავმოყვარეობის პრობლემა. სადიზმის, აგრესიისა და ბოროტების პრობლემაა. მსხვერპლს მოვთხოვოთ იყოს ძლიერი, ჭკვიანი და მტკიცე და მოძალადე დარჩეს ასე? თავმინებებული? იმას მაინც არ ეშველება და შენ იყავი ყოჩაღიო? და თუ ვერ ხარ შენ დაგბრალდეს რაც გჭირსო? ჰმ. სინაზეს, ქალურობას, არამამაკაცურობასა და მსგავს თვისებებს რაც შეეხება, რა ვიცი, ვის ვინ დაუდგინა როგორი უნდა იყოს? როგორ უნდა იქცეოდეს ან არ იქცეოდეს? ეგ ბუნების ნაწილია. ან სულაც რომ არ იყოს, მე რომ გამოვიგონო, გადავსხვაფერდე და გავხდე ანდროგენული და უხეში, ნამდვილი ქალი არ ვიქნები? და ეგ რას ნიშნავს საერთოდ? ნამდვილი? მეტქალობას? ნაკლებქალობას? ან ნამდვილი მამაკაცი რას ნიშნავს? სახეხატი არსებობს რომელიმესი რომელსაც უნდა ვემსგავსებოდეთ და არ ვიცი? ჰმ.
4. ნამდვილი ქალიც ბევრია და ნამდვილი კაციც, პოვნა უნდა პოვნა.
ნამდვილი ქალიც ბევრია და ნამდვილი კაციც, პოვნა უნდა პოვნა.
3. ქ-ნო მანანა! როგორ მიხარია, და იუმორიც კარგი იყო. მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით და მოგილოცეთ გაზაფხული! გულთბილი მადლობა უმასგან! <3 ქ-ნო მანანა! როგორ მიხარია, და იუმორიც კარგი იყო. მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით და მოგილოცეთ გაზაფხული! გულთბილი მადლობა უმასგან! <3
2. გეთანხმები ყველაფერში :) სამწუხაროა, რომ ნამდვილი მამაკაციც და ქალიც სანთლით კი არა პროჟექტორითაც ძნელი საპოვნია. 5 გეთანხმები ყველაფერში :) სამწუხაროა, რომ ნამდვილი მამაკაციც და ქალიც სანთლით კი არა პროჟექტორითაც ძნელი საპოვნია. 5
1. მეგობრებო, რაღაცის ჩამატება მინდა, და აღარ აქვს ეს ფუნქცია? მეგობრებო, რაღაცის ჩამატება მინდა, და აღარ აქვს ეს ფუნქცია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|