 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 მარტი, 2021 |
არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე ,,დედაშვილობა“.
დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები.
არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:
,,დედი, რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა, დედი, როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?! დედი, დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ, დედი, ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა. დედი, როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად, დედი, ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,
უკვდავება რომ დაიწყოს, ღმერთს მოსურდეს აღწერა, არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ, ღმერთს დავტოვებ ნაწყენად. ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ერთის არ მჯერა: სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.
დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.
ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
დედა
დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.
დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი, ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში, სულგანათლებულ მშობლის საფლავი სულის მისატან არის მხარეში.
აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში, თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ხშირად მიკრავდა მშობელი გულში, მიზიარებდა გამოცდილებას.
ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ, ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს, ქუდბედიანი ვიყავი წინათ, ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.
მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან, მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა, მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად, როცა მიმიღებს მარადისობა.
აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი და მეწეოდეს სვეტიცხოველი.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:
დედა
დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.
დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი, ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში, სულგანათლებულ მშობლის საფლავი სულის მისატან არის მხარეში.
აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში, თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ხშირად მიკრავდა მშობელი გულში, მიზიარებდა გამოცდილებას.
ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ, ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს, ქუდბედიანი ვიყავი წინათ, ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.
მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან, მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა, მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად, როცა მიმიღებს მარადისობა.
აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი და მეწეოდეს სვეტიცხოველი.
ოთარ რურუა ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:
დედა
დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.
დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი, ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში, სულგანათლებულ მშობლის საფლავი სულის მისატან არის მხარეში.
აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში, თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ხშირად მიკრავდა მშობელი გულში, მიზიარებდა გამოცდილებას.
ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ, ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს, ქუდბედიანი ვიყავი წინათ, ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.
მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან, მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა, მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად, როცა მიმიღებს მარადისობა.
აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი და მეწეოდეს სვეტიცხოველი.
ოთარ რურუა
5. დედაჩემის ერთადერთი ლექსი. ❤
ჩემს შვილს
მოუფრთხილდი საქართველოს, მოყვასისთვის ილოცე. დამიჯერე... ამ ჩემს ნათქვამს შვილო, ნუ გაიოცებ.
შვილო, ღვთისგან წილად გერგო თვალწარმტაცი ბუნება. არავისში არ გასცვალო შენი თავისუფლება.
უანგაროდ ემსახურე საქართველოს, ქართველებს... მჯერა, თქვენი ერთად ყოფნა ტკივილებს გაამრთელებს!!!
ირინა ძოწენიძე (1958-2012) დედაჩემის ერთადერთი ლექსი. ❤

ირინა ძოწენიძე (1958-2012)
4. კარგი მშობლების შვილი ხარ ბატონო ოთარ, იცხოვრე ისე როგორც დედას გაუხარდებოდა, სიკვდილს არ უნდა ნატვრა, გახსოვდეს ყველა მზის ქვეშ ვართ.
ნათელი ხსოვნა დედას. კარგი მშობლების შვილი ხარ ბატონო ოთარ, იცხოვრე ისე როგორც დედას გაუხარდებოდა, სიკვდილს არ უნდა ნატვრა, გახსოვდეს ყველა მზის ქვეშ ვართ.
ნათელი ხსოვნა დედას.
3. ამინ, დიდი მადლობა. ამინ, დიდი მადლობა.
2. რა კარგი დედიკო გყავს,ოთარ.
რა კარგი დედა_შვილობა გაქვთ, მარადიული.
ნათელი მის სახელს. მის სულს რა კარგი დედიკო გყავს,ოთარ.
რა კარგი დედა_შვილობა გაქვთ, მარადიული.
ნათელი მის სახელს. მის სულს
1. დედაჩემის ერთადერთი ლექსი. ❤
ჩემს შვილს
მოუფრთხილდი საქართველოს, მოყვასისთვის ილოცე. დამიჯერე... ამ ჩემს ნათქვამს შვილო, ნუ გაიოცებ.
შვილო, ღვთისგან წილად გერგო თვალწარმტაცი ბუნება. არავისში არ გასცვალო შენი თავისუფლება.
უანგაროდ ემსახურე საქართველოს, ქართველებს... მჯერა, თქვენი ერთად ყოფნა ტკივილებს გაამრთელებს!!!
ირინა ძოწენიძე (1958-2012) დედაჩემის ერთადერთი ლექსი. ❤
ჩემს შვილს
მოუფრთხილდი საქართველოს, მოყვასისთვის ილოცე. დამიჯერე... ამ ჩემს ნათქვამს შვილო, ნუ გაიოცებ.
შვილო, ღვთისგან წილად გერგო თვალწარმტაცი ბუნება. არავისში არ გასცვალო შენი თავისუფლება.
უანგაროდ ემსახურე საქართველოს, ქართველებს... მჯერა, თქვენი ერთად ყოფნა ტკივილებს გაამრთელებს!!!
ირინა ძოწენიძე (1958-2012)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|