ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2021


არაფრად ყოფნით ყველაფრისათვის

ხელით ხელში გავდივარ და ხელი ვრჩები
ხელით გულში გავდივარ და ხელი ვრჩები
ხელით თვალში გავდივარ და ხელი ვრჩები
ფიქრით ნათელს მიყრიან და გზა ვხდები
თასით სასმელს მაწვდიან და ცრემლი ვხდები
ბნელს მაწვიმიან და სანთელი ვხდები
სულს მიბერავენ და ქარი ვხდები
თვალიდან აქლემს იღებენ და ნემსი ვხდები
ნაოჭებს მიჩენენ და ბავშვი ვხდები
ვხდები არაფერი მანამდე ყველაფრიდან
ამ არაფრით ყველაფერი ვიცი და მინდა
ყველაფერმა ყველაფერი იცის არაფრისათვის
არაფერმა არაფერი იცის ყველაფრისათვის
არაფერისმფერი ყველაფრისათვის
ეს არაფერი დანარჩენია
გაგრძელებაა არაფრად ყოფნით ყველაფრისათვის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები