დაგაპურებენ გამომცხვარი ძველი ამბებით, გამარტივებულს მოგახვევენ რთულად გასაგებს, ცდილობ გაგნებას და არავინ არ ჩანს გამგები, როცა მიაგნებ, გადააგდებ სულის გასაღებს.
მეც ისეთი ვარ, როგორც შენ და როგორც ხალხია, მაშინ შინდები შრიალებენ, როცა შინდები, ეს ჩემი მანტო მანტოა თუ უფრო მანტია, გარეთ მარტია, ვმარტოდები და ვმარტივდები, თითქოს ვხევდები, მაყვავილე, რადგან ვშიშვლდები, მერე რად მინდა სიყვარული, თუ შევიშლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|