ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2021


ცივი ოთახი


თამბაქოს კვამლში გახვეული ცივი ოთახი,
ძველ კარადაზე შენახული ბოლო სიგარა,
წიგნებზე მტვერის ნაოჭები როგორ ფორთხავენ.
ვაღებ ფანჯარას...არ იფიქრო გამოიდარა,

გარეთ კი მზეა, სხივებია, ოქტომბერია
და ჩემს ოთახში  სეზონია უფრო წვიმების,
სანამ მოვრჩები ჩემს ფიქრებში მარტო ხეტილს,
სანამ მზის შუქსაც ზამთარივით შევიმცირებდი.

სანამ ჩაქრება ნათურები ყველა სართულზე,
დაიცლებიან ქუჩები და ტროტუარები,
სანამ მერცხლები დასხდებიან სარეცხ მავთულზე...
სანამ ღმერთები დედამიწას ატრიალებენ.

დაიცლებიან ოთახები ავი სულებით,
დაიცლებიან წვეთებისგან შავი ღრუბლები,
სანამ ამინდებს საბოლოოდ, ავისრულებდეთ,
სანამ კედლისკენ საბოლოოდ გადავბრუდებით...

ვფიქრობ იმაზე არ ვიფიქრო, ფიქრი მაწამებს,
ნოემბრის ქარმა მოუქსოვა ზამთარს წინდები.
ღრუბლებში ფუნჯად  ამოუსვამ შენ შავ წამწამებს
დაზამთრდება და ნაადრევად  გამიწვიმდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები