რეკავს საათი ძველი, ღამეა ნოემბრის თორმეტი, კაკუნი კარზე ნელი, მოხვედი... მანტო დატოვე კარებთან, მე მაგიდასთან კალამი ლექსს შენი მოსვლა დაემთხვა, სალამი... დაბრძანდი როგორც გჩვევია, ან ერიდება ვის? შენი თვალები სველია წვიმს... ჰო მარტოობის გუშაგო, აღარ მიყვები დინებებს, ყავა ყოველთვის უშაქრო, ინებე! ნეტა იმასაც უთხარი, რომ ვეღარ გაშლი ფრთებს! ხედავ?... უცეცხლოდ ბუხარი თვლემს. რა ბედი აქვსო ცაციებს ხომ ვიცი გავხარ ვის, ჩემი სიზმრიდან გაცილებ, ნახვამდის. აღარც ელვები ისვრიან, ღამეა, ნოემბრის ცამეტი... გარეთ უბრალოდ ნისლია, წავედი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მელოდიური :)) ქულებს დავტოვებ. მელოდიური :)) ქულებს დავტოვებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|