ნოემბრის თვეში წვიმა და თქეში, მე შენს თვალებში ვიპოვე ბინა. შენ სიყვარულით გამივსე პეშვი, გაწვდილი პეშვი დიდი ხნის წინათ... დიდი ხნის წინათ არ წვიმდა, არა მე მახსოვს იყო უბრალოდ ქარი, შენ მოდიოდი ძალიან ჩქარა და შენ იყავი იმ ქარზე ჩქარი. წვიმა კი იქცა უკვე რეფრენად და გაერითმა გინდებს მინდები, ზამთრის მიწურულს მოგეფერები, შენ გაზაფხულზე აყვავილდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|