ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2021


ჩემი ფიქრები - მკვეთრი ხაზები

მე ვაკვირდები,
თუ როგორ მიაქვს
ქარს, შენი სახლის
თეთრი ფარდები...
და მეც მომინდა,
რომ ამ ნიავქარს,
თან გავატანო
შენზე დარდები.

გუშინ გხედავდი
დღეს კი ვნატრობ რომ
სიზმარში ლანდად
მაინც გნახო და
ეჰ ალბათ იქ რომ
არ მიმატოვო
სიზმრიდან ვფიქრობ
აღარც გამოვალ,

როცა მინდა რომ
შენზე ვიფიქრო
მე სიყვარულოს
ზღვაში ვვარდები
და მსურს ბალიშთან
ფერად სიზმრებად,
რომ დაგიფინო ფიანდაზები,

მე შენ მიყვარხარ,
როგორც თოლიას
უყვარს შავი ზღვა
და ეს ტალღები,
ტალღებს რომ ვუცქერ,
ასე მგონია,
რომ შენს ხუჭუჭა
თმის ქარს გავყვები.

ტართე გახლავარ
ჩემო ძვირფასო
და ავაგროვე
პლაჟზე ქვები რომ
ისე დავაწყო
როგორც გრძნობები
რომელსაც დღემდე
ვერ და ვერ მიყოფ

ჩემი სარკმლიდან
გავყურებ ოთახს,
სადაც ქარს მიაქვს
თეთრი ფარდები...
ო, როგორ მინდა,
იმ ფარდად ვიქცე,
ყველას მზერისგან
აგეფარები…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები