ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2021


***

ძილში ხშირად მელანდება,
ჩვენი სხალთა და მთაწმინდა,
მათთან ერთად წინაპართა
სისხლნადენი ხინოწმინდა.
მარადიდთან სისხლის ღელე,
მეტეხთან კი სისხლის კალო,
მე მინდა მათ სპეტაკ  სულზე
ლოცვით რომ არ დავიღალოთ...
ქუხს ჭოროხი, ქუხს რიონი...
ქუხს  ენგური და ქუხს  მტკვარი,
ცაზე ბრწყინავს წინაპართა
სული, როგორც მინანქარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები