სულში გრძნობა მაქვს სელგაჰად* იეთიმად* ვიარები ყორე-ყორე, შარა-შარა ვაგლახ! ნეტავ თუ დავშრები აშიქარეთ* არ მაფასებთ რიშვეთის* სანაცვლოდაც კი უსკურით* გთავაზობთ ლექსებს ლავრინთოა* დღეს მუზაც კი იავარი* სვე-ბედი მხვდა აბედ* გულზე სისხლი მიდუღს ღადო* მივლის, სულ მთლად წახდა მუზა მითხრის მე მეზელუღს* ეილუღი* გაბათილდა რაცხამდენზე მეტი ცოდვით თოფლობასაც* გადავრჩი და იეთიმიც აღარა ვარ ოღონდ მხოლოდ ძილში, ბოდვით!
*სელგაჰი - წყალდიდობა *იეთიმად - ობლად *აშიქარეთ - ცხადია *რიშვეთი - ქრთამი *უსკური(ა) - ფეხიანი სპილენძის მაღალი თეფში *ლავრინთო - მთაა კრიტას შინა ქვაბებიანი და მღვიმეიანი, ძნელ შესავალ-ამოსავალი. (საბა) *იავარი - ნაფორიაქალი * აბედ(ი) - ესე არს ნივთი მსწრაფლ ცეცხლის შემწყნარებელი (საბა) *ღადო - ტალღა *მეზელუღი - საფლავი *ეილუღი - სიკეთე *თოფლობა - კოჭლობა