შენ რომ გეგონა კომედია, ყოფილა დრამა. იყო და არა, შენ სიკვდილთან იყავი ფრთხილი. შენ ხო ასეთი ლამაზი და დაღლილი მამა, მე კი ასეთი უბრალო და ჯიუტი შვილი.
ვერ მოესწარი ჩემს ბიჭობას ნაღვლიან თვალებს, ვერ მოვესწარი შენს სიბერეს, ნაოჭებს თვალთან, ვერ მოესწარი, როცა დედა ჩაგაცმევს შავებს, ვერ მოესწარი დალოდებას დილამდე კართან-
და არამარტო... მე კი ისევ გავიხსნი თასმებს, რომ შენ შემიკრა საიმედოდ, სიზმრების ქარში. სიცარიელეს ჩემს თვალებში ვერავინ ავსებს, სიცარიელეს რომელიც შენ დატოვე მაშინ.
იყო თუ არა, შენ სიკვდილთან იყავი ფრთხილი. შენი დარდები, მამაჩემო, ჩემსას თუ გვანან? მე ვარ ასეთი უბრალო და ჯიუტი შვილი, შენ კი ასეთი ლამაზი და დაღლილი მამა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა ყურადღებისთვის ❤️ მადლობა ყურადღებისთვის ❤️
2. თემატიკა ცალკე საკითხია, ემოციურია თავისთავად, მაგრამ შესრულებაც მომეწონა. თემატიკა ცალკე საკითხია, ემოციურია თავისთავად, მაგრამ შესრულებაც მომეწონა.
1. გაიხარე, რა კარგი შვილი ხარ. გაიხარე, რა კარგი შვილი ხარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|