ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2021


ყვავილთა თოვას...

მე მელნის ნაცვლად ცრემლების გროვას
რვეულად ქცეულ მაგიდას ვაღვრი
მსურს ლექსი ვუთხრა ყვავილთა თოვას
სანამ ჟამთა-სვლა სრულად გადამგვის

...შავი მაგიდა ოქროს კანტებით
გრძელი და არც თუ ისე ფართო
და ამ მაგიდას თოვლის აქცენტით
ვაზიდან ია გუნდებად ათოვს

მე მათ შევყურებ და ვდარდობ ჩემსას
სადაა ის დღე მაინტერესებს
რომ მოფრინდები ჩემს
ანტი-მტრედად
და რომ მოგირთავ ლექსით ტერასებს

ვფიქრობ თან ვლამობ მალე დადგება
რომ გამიქრება სულ ყველა დარდი
მაგრამ რად გინდა გამონათდები
და სიყვარულით ისევ დამბარდნი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები