ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2021


წერილები საკნიდან-9

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
დღეები გადის, მე კვლავ აქ ვარ, საუბედუროდ,
გემოც კი არ აქვს, არც სიტკბო და აღარც სიმლაშე,
ამ მრუმე დღეებს ქორწილებში, მზისფერ სილაში,
შატალოებზე, მიტინგებზე, ბუნტზე, ქუჩაში,
სადაც ურნებთან წანწალებენ, ყეფენ უჯიშო
ძაღლები, რადგან შიმშილისგან კუჭი უხმებათ,
სხვა დროს მაძღრები ძუნძულებენ დუნედ, უხმებოდ,
ყავლგასული და უსულდგმულო დღეების რიგი,
რა საოცრად ჰგავს ეს დღეები გადაყრილ წიგნებს,
რომელსაც ვინმე ბუკინისტი ნახავს, მოხიკავს
და პლეხანოვზე ლარნახევრად ჰყიდის მოჰიკანს,
მე კი წერილებს დავეჩვიე, აქვე, საკნიდან,
წყალს წაუღია მოჰიკანი-უკანასკნელი!
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
დღეები გადის, მე კვლავ აქ ვარ, საუბედუროდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები