ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2021


წვიმისა

ხანდახან ხდება
მთლად გაწუწული  ამ ცხოვრებისგან
ზიხარ და ფიქრობ,
რომ არასოდეს,
რაც  გიცხოვრია,
არ გიყვარს წვიმა,
არც მისი  გინდა  მოტანილი,
მეხსიერების კუნჭულებიდან
თბილ  გულისფეთქვას
ნუ გამორეცხავს,
და ნურც წაიღებს.


თუ მაცოცხლებელს  უწოდებენ,
არ ეთანხმები
არც  გინდა წვიმის ჟუჟუნს ერქვას
მომხიბვლელობა.
ტანს რომ აწებებს კაბის კალთებს,
ვითომ სიმორცხვით,
იმ ქალის გტკივა  შეციებული
უხერხულობა...

ცეცხლს  თუ აჯობა  ოდესმე  წვიმამ,
თუნდაც ჩააქროს,
ცეცხლის რჩება მაინც ნაცარი.

და თუ წვიმასთან, ფრე მაქვს აქამდე,
არ ვუზავდები,
მაინც მოვუგებ,
ჯერ ადრე არის
გზა სამარემდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს