ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტართე ჭოროხელი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2021


* * *

ხელებს ვწევ! იცი რამდენი ენაც
კაცი იმდენი ათასით ფასობ
მაგრამ მშობელი რომ გავიწყდება
მე მაგას ვტირი და მაგას ვდარდობ

როს ვბჭობთ რუსულად და ინგლისურად
ვაგინებთ დედას  - ერს ვკლავთ უდანოდ
რომ ვაჭაობებთ ვარდიან სურას
მე ეგ მადარდებს ძმებო უბრალოდ

გთხოვთ ფარნავაზის მიერ დარგული
არ გაუკაფოთ შვილებს ვენახი
თორემ სამშობლოს გულის ბაგუნი
მესმის და გულში ლახვრით მეძახის

რა გითხრათ მე ან რა დაგიწეროთ
ჯერ რომ არ თქმულა სიტყვა ისეთი
ერთს გთხოვთ ძმანო და დანო იბერნო
ნუღარ გაავსებთ ედემს მწვირეთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები