 | ავტორი: გარფილდი ჟანრი: პოეზია 27 მაისი, 2021 |
რეისი: თბილისი-სოხუმი, ხუთ წუთში იწყება ჩასხდომა... მეც ამ ქალაქივით მოვხუცდი, მეც ამ ქალაქივით მახსოვდა: პალმები, შავი ზღვის ნაპირი, კაფე და ყავახანები... მე ახლა წასვლას ვაპირებ, წლებია, რაც ვახანებდი, სახლი კიდევ დგას, ნეტავი, თითქმის შუაგულ ჩამბაზე? ვიყავ-ფრჩხილების მკვნეტავი, ვიყავ-დევნილი, ჯამბაზი... რამდენი ღამე გათენდა, რამდენი დილა დაღამდა, იარა ვეღარ გამრთელდა, ჭრილობა უფრო გაღრმავდა, მშობლიურ ქალაქს ვიხილავ, შავ ზღვაში როგორ ჩადის მზე, სადღაც დავტოვე ნიჰილი, საგზლად იმედი ჩავიწყე... რეისი: თბილისი-სოხუმი, ლიანდაგიდან გავიდა, მერე ტუჩები მოვკუმე, სიზმარი იყოს, არ მინდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რაფერ მიყვარხართ! რაფერ მიყვარხართ!
4. რაც დრო გადის ჭრილობა უფრო ღრმავდება. ლექსი კარგად შესრულებულია, ემოცია მოდის. რაც დრო გადის ჭრილობა უფრო ღრმავდება. ლექსი კარგად შესრულებულია, ემოცია მოდის.
3. ლამის ყველა ლექსზე დავტოვო კომენტარი. :)
შენთან ადვილია დიალოგი. მადლობა ამისთვის. ლექსი მშვენიერი ! ლამის ყველა ლექსზე დავტოვო კომენტარი. :)
შენთან ადვილია დიალოგი. მადლობა ამისთვის. ლექსი მშვენიერი !
1. მოკითხვა სოხუმს
ღმერთმა ქნას, სიზმარიც რომ იყოს, აცხადდეს :)
5 მოკითხვა სოხუმს
ღმერთმა ქნას, სიზმარიც რომ იყოს, აცხადდეს :)
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|