 | ავტორი: გარფილდი ჟანრი: პოეზია 2 ივნისი, 2021 |
საოცარია, სასაცილოც, ერთობ უცნაურ ახირებას ჰგავს ყველაფერი, როდესაც შენში მოზღვავებულად, მოჭარბებით, კუდის ქიცინით, თავის კატუნით, გაზმორებით, კრუსუნით, ხვნეშით, თათების ლოკვით, გამოხედვით, ძილით, ღვიძილით, ულვაშით, ბრჭყალით, ზოლებით და გაწვდილი პეშვით მოხიბლულ კატას ემსგავსება მორიგი დილა, იღვიძებ. დგები. მიაშურებ სამზარეულოს და სანამ ცაზე განლაგდება ღრუბელთა ფთილა, იდუღებ ყავას. ცოლი გყავდეს. მზამზარეული ხომ იქნებოდა ეს საუზმე, ლოგინში თბილი კოცნა. ნაღები. კრუასანი. მკერდი. სხეული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თუ სხვას არაფერს უწუნებ, იყოს წერტილებით ))) მივართმევ ყავასაც ))) თუ სხვას არაფერს უწუნებ, იყოს წერტილებით ))) მივართმევ ყავასაც )))
8. სათაურში წერტილები არ ჭირდება. მზამზარეული არ უნდა იყოს წესით ცოლთან ერთად დილა, ყავა უნდა მიართვა და მოემსახურო :))) სათაურში წერტილები არ ჭირდება. მზამზარეული არ უნდა იყოს წესით ცოლთან ერთად დილა, ყავა უნდა მიართვა და მოემსახურო :)))
7. მე ხატვაში ძაან... მიაუუ... გარფილდურად <3 მე ხატვაში ძაან... მიაუუ... გარფილდურად <3
6. იმფერი დილა დახატე, რომა შემშურდა კატის. იმფერი დილა დახატე, რომა შემშურდა კატის.
5. გამოყოფილი არაა ისედაც?? :))) ირმა და ნინა, რაფერ მიყვარხართ!!! მზიანე მიყვარდება <3 გამოყოფილი არაა ისედაც?? :))) ირმა და ნინა, რაფერ მიყვარხართ!!! მზიანე მიყვარდება <3
4. კოცნა, ნაღები,კრუასანი, მკერდი, სხეული - დილის სრულყოფილებამდე მიახლოებული იდილია:))) მაგრამ მკერდი სხეულს რატომ გამოაყავი?:))) კოცნა, ნაღები,კრუასანი, მკერდი, სხეული - დილის სრულყოფილებამდე მიახლოებული იდილია:))) მაგრამ მკერდი სხეულს რატომ გამოაყავი?:)))
3. რა შესაშური დილა დახატე, - მოხიბლული კატის დარი. :) რა შესაშური დილა დახატე, - მოხიბლული კატის დარი. :)
2. რომელი ნიკიდამ? :))) მადლობა, ირმ <3 რომელი ნიკიდამ? :))) მადლობა, ირმ <3
1. "მეიყვანე ბიჭო ცოლი..." :)
რა ძალიან კარგი რამ იყო ეს ლექსი!
"მეიყვანე ბიჭო ცოლი..." :)
რა ძალიან კარგი რამ იყო ეს ლექსი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|