ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2021


გნოლი კვლავ უსტვენს

მთელი წინა ცხოვრება წერისთვის,
სიმშვიდით მოფენილ კევრისთვის.
ეფოფინება წუთები ტევრებს,
გადათელილი დუმილი გველებს.
ეს წამი არის ჩიტის ფრთა-ზოლო,
გადაჰკრავს ფერი ღილის დაზოლვის.
ოთახის ბოლო კორიანტელი
უსტვენს და უსტვენს გნოლი გამოვლილს.
მაწამებს ბრძოლა-ომები ჯერაც,
საკუთარ თავთან ბრილიანტების,
აღარ ვდგავარ და აღარ ვდარაჯობ,
წაგებას ვხარშავ მორიელების.
ეს დღე მიმწიფდეს სიმშვიდის მტევანს.
ვწურავდე ღვინოს, სიამის მარცვალს.
ვსვამდე და თრობა სევდას მიჩენდეს,
გარდაცვალების დროების მსგავსად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები