ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: თარგმანი
23 ივნისი, 2021


მე ჩემი ტანი მომწონს

მე ჩემი ტანი მომწონს, როცა ის არის
შენს ტანთან. როგორც, რაღაც ახალი,
მეტი კუნთით და მეტი ნერვით.
მე მომწონს შენი ტანი.
მომწონს ის რასაც აკეთებს,
მომწონს როგორც. 
მომწონს ხერხემლის შეგრძნება
შენი ტანის
და მისი ძვლები და მისი თრთოლვა
მტკიცე და გლუვი და რომელსაც მე
ისევ და ისევ და ისევ
ვაკოცებ.
მე მომწონს მისი დაკოცნა შენთვის.
მე მომწონს ნაზად ხელის გადასმა და აბურძგვლა
დამუხტულ ბეწვის
და როგორც მას მოსდის
სხეულის გარშემო.
და თვალების დიდი
სიყვარულის ნამცეცები...
და შეიძლება მკერდის ცახცახიც მომწონს
ჩემს ქვეშ.
შენ ისეთი ახალი ხარ.

ედვარდ ესტლინ კამინგსი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები