ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2009


დასასრული

ეს დასასრულია... შენი მშვენიერი მეგობარი..
ეს დასასრული ჩემი ერთადერთი მეგობარია..
დასასრული ჩვენი ოსტატურად დაგეგმილი მომავლის..
მხოლოდ დასასრული..
მე შენს თვალებში ვეღარასოდეს ჩავიხედავ...

შეგიძლია, აღწერო უსაზღვრო თავისუფლება?
სასოწარკვეთილებას ვიღაც უცნობის ხელი სჭირდება
სასოწარკვეთილ
მიწაზე (არეულ სამყაროში)...

ნათელ უდაბნოში დაკარგული ტკივილიანი
და სულით ავადმყოფი ბავშვები ელოდებიან ზაფხულის წვიმას

დიახ...
და ეს ქვეყნის აღსასრულის საშიშროებაა...
მართე სამეფო გზა
სცენის შიგნით მდგარი ოქროს ტახტიდან...
მართე სწორი გზა - იარე დასავლეთით, პატარავ...

მართე გველი, გამოიყენე ძველ ტბაში მყოფი
გრძელი და სველი გველი, პატარავ...
გველი გრძელია, 7 დღის სავალზე...
ის ბებერია, ხოლო მისი კანი ძალიან ცივი...

წადი, დასავლეთში პატარავ, იქ ყველაფერი კარგია,
იქ დაისვენებ...

მამის ლურჯი ავტობუსი გვეძახის გზისკენ
მუნჯო მძღოლო, რას გველაპარაკები?

მკვლელმა განთიადისას გაიღვიძა... ჩაიცვა უნიფორმა,
მოირგო სახე უძველესი გალერეიდან...
დაეშვა კიბეზე...
გავიდა ჰოლში....
შევიდა თავისი დის ოთახში...
მერე მის ძმასთან..
შევიდა მამასთან...
-მამა!
-დიახ, შვილო...
-მე შენ უნდა მოგკლა!! დედა, მე შენთან სექსი მინდა!
მოდი ჩემთან მთელი ღამე, დიახ, მოდი... მე შენ გელოდები...

მოდი, პატარავ, შენ ახლა გაქვს შანსი ჩემთან,
მოდი დავკავდეთ სიყვარულის თამაშით,
დიახ..
ახლა...

მოკალი...
მოკალი...
მოკალი...

ეს ყველაფერი დასასრულია...
ეს დასასრული მხოლოდ ჩემი მეგობარია..
ის ანადგურებს ყველაფერს, რაც კი არსებობს...
ეს მოხარხარის დასასრულია, რომელიც შენ ვერასდროს გამყოფებს თავისუფალს..

სიმშვიდეც იტყუება..
სამყარო ტყუის...
ახლა არის იმ ღამის დასასრული, როცა ჩვენ სიკვდილს ვცდილობთ..

ეს ყველაფრის დასასრულია....


james duglas morrison

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები