ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2021


***

კვლავ ფართოდ დახუჭე თვალები,
ჩაიცვი დუმილის სუდარა!
ჭორს მაინც ვერ დაემალები,
არავინ იკითხავს გსურდა რა.
ჟანგიან ქალაქში კარუსელს
ისევ ატრიალებს სატანა,
კვლავ გიჭირს უზომოდ დაუცველს,
მტრს ცნობა, მოყვასის გატანა.
ბოღმამ მერამდენედ ჩაყლაპა
ყელში გაჩხერილი მუდარა
კვლავ ფართოდ დახუჭე თვალები
კივილის ჩაიცვი სუდარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები