ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2021


ნინის

საკურთხეველი მისი
ძღვენით დამძიმებული
სისხლით დასვრილი
სიტყვით სულდგმული, შეირყა.
ჩვენ, შვილობილი ჯვარცმულები აღარ ვუყვარვართ!
რადგან წყლად ვაქცევთ იმათ ღვინოს, იმათ მუსაიფს.

შენ ლეღვის ხე ხარ- დაწყევლილი, ბერწი, უნაყოფო.
მე - ორმოცი დღე უდაბნოში, ფიქრის მორევი.
ორივეს, ორივეს უარგვყოფენ
ანუ ნეტარ ვართ ორივე.

მესამე დღეა, აკლდამაში ჩვენი გვამები
სიზმრებს ხედავენ ერთმანეთის, კლდეებს უსმენენ
და ყოველ ჯერზე , გულისხმობენ ჩვენი ლურსმნები,
რომ ვერასოდეს, ვერასოდეს დაგვამგვანებენ
საკუთარ შვილებს, ცეცხლს რომ მისცეს ჩვენი წიგნები.
საკუთარ შვილებს, მონებს, ახვრებს, ძუნწებს, ნაძირლებს-
რომლებმაც ჩვენი სამოსელი გაინაწილეს.

შენ დღესვე, დღესვე ჩემთან იქნები!.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები