ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2021


ფირები

***
  ყოველი დილა მხოლოდ წერისთვის
გადატევრებულ ქუჩებში დავალ
ნეტავ იყოს და ფრთები დაგეშოს
კორინთელებში ფრინველის ძალამ.


***
ეს ნისლებია ასე სათუთი
გედის ღუღუნში ჰყვაოდა ჩალა,
მდელოებია ახლა საცდელი,
გადაშლილები ძლიერ მხრის ძალად
ნეტა იყო და კიდეც არ იყო
ასე ძლიერი ხნულების კვალად
ჩაშენებული მიწის გულს რკინად
სოფლების ბელტით დამშეულ კაცად.

***
კალთა გამოსწიე უბით რომ ჩამყლაპო,
ახლა აიწია წარბები უხეში
დაბლა კარია და რბილი ფანჯრებია
ფრთები, იკაროსის სანთლების საკვართო.

***
შიგნით ღრმა იყო და ცარიელი
არაფრად ღირდა,
გაზრდილ ღეროთა მიმოფანტულ ეჭვის ფურცლებზე ნდობა ჰყვაოდა
სურნელით, თესლის საკმაზითა და ხორციან პურით
ჩაკერპებული ულაპარაკო ტაფებიდან ღვინის ოხშივარი გვართობდა მშივრებს
მერე დავიძინე და ვინაც გამაღვიძა
მანვე არ მაძინა
უძლეველ რტოთა სიკერპისთვის
თმა დავიმოკლე.

***
ნახევარი მკვდარი მხარე მებღაუჭება
ფსკერზე არ მიდის
არც ხომ ვაცოცხლებ მიღმიერის მშიერი განცდით
ნიჩბებით ვტივავ
არაფერი მესახება არყოფნის გარდა
მარადიული ყოფნების გრძნობით
დრომ არ დამინდო
გვერდები შემომაცალა ჩამოსაშლელი აგურების ასხლეტილ ფირფიტებივით
ფერადი იყო, თუმც ვერ ივარგა.

***
შეიძლება ნემსში ჩაეტიოს შენი არსება
რაც უფრო მოკლდები და იწრიტები
თითისტარისებრი წკვიმივით
ანკესით იჭერ საკუთარ თავებს ოკეანის ფსჯერზე,
გამტვრევენ ზედ გადავლილი გემები
კანს იცლი ზღვის პრიდუქტებივით
ფართხალებ უმარილოდ მოხარშულ თევზივით,
სადაცაა ჩაიშლები ვერ გაგამაგრეს.

***
ათწილადების ნაბიჯებით რომ გამოგყევი
ამიყოლიე სიფხიზლისფერ ყაყაჩოებზე
ცერებზე შენ იარე ყინულისთვის მოსინჯულ საუბრებით
ხიდი აიგოს არა მე და შენ შორის ჩაშლილი,
გამართული, მხოლოდ გამომწვარ ლერწამივით მყარი, დამყოლი.

***
მოდიხარ სხვისი ნაბიჯებით,
სხვა სახის კადრით,
მსუბუქ ხელებით
გარბის დრო სუსტი სალტის არტებად,
დუშის ქვეშ ცოცხლდები წყლის გემოში,
კარის ჯახუნსა და ლიფტის ხმაში
მე ისევ დავიხუვლებ ორთქლიან თვალებს
რომ გაგიჭირდეს ჩემი დანახვა
ხელის ცეცებით მეძებო
რათა შენ არ იყო
ნაპოვნმა იცოდე ჩემი დაკარგვის სიმწარე
იტკბობდე ტუჩებს რომ გამაკვირვო,
როგორი საჭირო ვარ
როგორი საგრძნობი ვარ
ახლა ხარ და ხარ,
მეც ვარ და ჩვენც.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები