ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2021


ყველა ფოტო მკვდრის ფოტოა

შეუძლია ვინმეს დროის გაჩერება?
ამ ყვავილებს მაინც გადავარჩენდი,
ჩემი სულის უფხვიერესი ნაწილი რომ აქვთ ფეხსაცმლად და ვერ ხვდებიან რა გააკეთონ.

გამორთულ სახლში,ჩემი ოთახის იმ კუთხიდან სადაც არასდროს ვყოფილვარ,
გავეშებული თვალი მიყურებს და მცნობს.
ჩემი თავია ეს თუ ვინმე მეოთხე..

სიბნელეში ყვირილს დუმილით ვანაცვლებ.
ვარდისფერ კარებს მძიმედ ვიჯახუნებ და გავრბივარ.

მელოდებიან..

        ფოტოს გადაღებას მოვასწრებ?

რამეს მოვასწრებ ?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები