ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2021


ამოსუნთქვა

ჰაერში ღამის სიმშვიდე წვება
და გულში ბჟუტავს იმედის ნამწვი.
იცი, რამხელა ჭრილობა მქონდა,
იცი, რამხელა ტკივილებს გავწვდი.
რომ დიდი სევდით ჩამიკვდა გული,
და შვების ცრემლი თითქმის დამიშრა.
რომ საკუთარი თავის საძებრად
დარდმა სულ უცხო გზაზე გამიშვა.
რომ დამსხვრეული იმედი ვკრიფე
ამ გზაზე და თან, კანკალით ხელის
თვალდახუჭულმა, სულ შიშით ვანთე
მომავლის ყველა მორცხვი სანთელი.
თრთოლვით ვუცადე: გრიგალი ქროდა
სულში... და მაინც ბოლომდე დავწვი.
იცი, რამხელა ჭრილობა მქონდა...
იცი, რამხელა ტკივილებს გავწვდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები