ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გარფილდი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2021


* * *

ოთახი. საწოლი. ტორშერი. კომოდთან
ხის ძველი ტუმბოა. უჯრაში ნაგანის
წითელი კაბურა.
ფანჯრები დაბურე.
დარწმუნდი, არ გიცქერს მეზობელთაგანი,
რადგან თვითმკვლელობას უხდება კომფორტი.
დალიე ვისკი და მოწიე სიგარა.
დატკბი ნათურასთან ქინქლების ფარფატით.
გთხოვ, არ შეშინდე.
ნახე გერშვინის
„ცისფერი რაფსოდიის“ შავი ფირფიტა,
დადე და უსმინე და მერე მიქარე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები