ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გარფილდი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2021


შენი თვალები

მე ამ სიზმრიდან ვერსად წავალ, ისე მყუდროა,
შენი თვალები, დამიჯერე, როცა არ ახელ,
შენი თვალები, უშავესი არის კუპრივით,
შენი თვალები, გამოხდილი, როგორც არაყი,
შენი თვალები, უკოცნელი, როგორც გიშერი,
შენი თვალები, უკარება, როგორც ბარძიმი,
შენი თვალები უკანონოდ უნდა ვიშვილო,
შენი თვალები მსუბუქ ყოფას როგორ ამძიმებს
და ამსუბუქებს ეგ თვალები ყოფის სიმძიმეს,
როცა ჰაერში იჟონება სუნი-მაისის,
შენი თვალები, რა კარგია, როცა იძინებ,
ვერცხლისწყალივით ზმანებები გიჯობს წაისვა
ორივე თვალზე, დაისიზმრო მთელი თიბათვის
დღეთა ქრონიკა, ბრუნდებიან როცა მერცხლები,
შენი თვალები, უმწარესი არის სიმართლე,
შენი თვალებით ეს თვალები დღემდე ვერ ძღება,
შენი თვალების ჰაერიდან მორჩენილ ზეფირს,
ახლავს სისველე სინანულის, ცრემლის, ინშალა,
ახლავს ყოველი ავაზაკი, ღმერთი და მეფე,
მე შენს თვალებში მეტად მიყვარს ქარის სამშრალე.
მე ამ სიზმრიდან ვერსად წავალ, ისე მყუდროა,
შენი თვალები, დამიჯერე, როცა არ ახელ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები