ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2009


მაპატიე

მოდი, კიდევ ერთხელ მაპატიე,
ვეღარ გადვურჩები აპათიებს.
მოდი, დამეკონე ნაპატიებს.
სითბო ფურცელზე ვერ დავატიე.

მოდი, მომიკემსე განშორება.
ნახე, გაზაფხული იკოცნება.
გულმა შენთან ერთად იწყო ცემა.
არ მომეტევა შენგან შორს რება.

მაქმანდახეული ძონძი - დავიწყება;
ტაეპებს შორის ისიც ჩაიძირა -
ფიქრების ყველაზე გამბედავი წყება.

ცამ ღრუბელს შეუნდო გუშინდელი წვიმა.
ფორმამ მერამდენე ლექსი შეიწირა;
ტაეპედებს შორის ისიც ჩაიძირა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები