ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2021


ცის ჩალურჯება

ვეძებ სიმწვანეს სხვა წყლებთან ახლოს.
მინდა, სხეული ნელა მიყუჩდეს.
რატომ ვიჩხუბე, დილით არ მახსოვს,
დილით არ მახსოვს, რატომ ვიჩხუბე.
როცა მეძავი თვალთან სილურჯეს
გულამოსკვნილი დამიმუშავებს,
სარკეში ვიცნობ, თუკი მოვასწრებ
კაცს, არავის რომ არ დაუშავებს
რამეს, ო, მაგრამ პარასკევს ღამით
ორი ათასი მთვარე გავყნოსე.
და ისე მოხდა, კოცნას ვითხოვდი,
ის კი გამშორდა და არ მაკოცა.
ის კი გამშორდა, მარტო დარჩენილს
ცხრა მილიარდი ფიქრი მომაწვა.
ალბათ შემამჩნევთ ახლაც სახეზე,
ისევ დათრობას თუ არ მოვასწრებ.

მე ჩემი დიდი სევდა მიგდია
შემოსასვლელში ფეხის საწმენდად.
გარეთ გახედე, რა ამინდი და
სიმძიმილია, ჰოდა აწვება
კარს და უხეში ტკაცუნით ამტვრევს,
და სევდის საწმენდს ენით ასველებს.
მე ალკოჰოლის ჭიქაზე ამცრეს,
ან უფრო სწორად, ჭიქის ნამსხვრევზე
და ახლა მინდა, თავზე ვიმცვრიო
ლუდის ბოთლი და ჰაშის ნამცხვრები.

ჯიბიდან ცვივა ფერადი ხურდა,
ჯიბითაც რაღაც უხეში დამაქვს;
ეს, შესაძლოა, არ იყოს სურო,
ეს შეიძლება არც იყოს დანა,
კოკას ფოთოლი ყველაფერს ხურავს,
შენც იხურები, თუ შეგიყვარა.

და შენი კარი, მაგ დროს რომ ღია
იყოს, იქ მაინც ვერავინ შევა.
თითქოს აკრძალვა არ გიწერია,
მაინც საზღვრამდე მოიხმობ შველას
და მაინც მოგკლავს ორშაბათამდე
ის, რაც პარასკევს გეგონა შვება.

თქვენ სულ სხვანაირ გიოს გაიცნობთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები