 | ავტორი: აიობ ჟანრი: პროზა 15 სექტემბერი, 2021 |
თავი I
ზოგადად ასე ხდება: მიზნისკენ მიისწრაფვი, მიდიხარ და რაც უფრო უახლოვდები, ის მით უფრო გშორდება, ჰორიზონტივით. გგონია, რომ აჰა დაიჭირე, და მცირე სიხარულის შემდგომ ხვდები, რომ ეს სულაც არაა შენი საბოლოო მიზანი. იდეალურ ვარიანტში მიზნის მიღწევა გაძლევს დიდ ენერგიას - მიაღწიო კიდევ უფრო დიდ მიზანს. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ჰორიზონტამდე მიხვალ? აი, ვიდეოთამაშებში რომ საზღვარია, ხომ იცით? ყველაფერს გააკეთებ, რაც გასაკეთებელია, ყველა მისიას შეასრულებ, შემდგომ უფრო მაღალ ლეველზე შეასრულებ იგივეს და ბოლოს, არაფერი რომ აღარ დაგრჩება გასაკეთებელი, კიდევ ერთხელ მიდიხარ იმ საზღვართან, დარბიხარ ერთ ადგილზე, ეძებ იქნებ სადმე ხვრელი ჰქონდეს, არაფერი გამოგდის და შლი თამაშს. ისმის კითხვა - რას იზამდი, შენთვის ცხოვრება რომ ამ თამაშის იდენტური ყოფილიყო? აი მე, უბრალოდ ამბავს გიყვებით. დაუჯერებელი რამ უნდა მოგიყვეთ. დასაწყისშივე გეტყვით, რომ დიახ, ეს ნამდვილი ამბავია - „პოეზია ისეთივე ზუსტი საგანია, როგორც გეომეტრია“. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ეს ამბავი აქ მოხდა, ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, მე შემემთხვა, თუ 35 საუკუნის წინათ, უდაბნოში მოხეტიალე, ჰორიზონტთან მორკინალ წვეროსან ებრაელს? ისე კი, წვერს მეც ვატარებ. მოდი სანამ ამბავს მოგიყვებით წარმომიდგინეთ. არა, ბარბერშოპების ბილბორდებზე გამოსახულ ესკიზს სულაც არ ვგავარ, ამის იქით კი თქვენთვის მომინდია ჩემი გარეგნობა. ახლა შუა კოსმოსში ვარ. ჩემს შატლში ვზივზარ, მოკალათებული. ყავას შევექცევი, ხოლო ჩემი ელვარე რაშები მიმაჭებენ სამყაროს კიდესკენ, რომ იქიდან გადავიხედო და გავარკვიო გარეთ რა ხდება. აი ნამდვილი გამოწვევა ეს არის და არ არსებობს ადამიანისთვის ამაზე უფრო დიდი რამ, რისი გაკეთებაც მას თუნდაც თეორიულ დონეზე შეუძლია - დაეწიო სამყაროს გაფართოებას და მასთან ერთად გაფართოვდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თეორიულად შეიძლება იხილო კიდეც, და თუ მედიტირებით პერედოზდი მართლა იხილავ. უბრალოდ საკითხი მაინც ერთია, ყველა სუბიექტური ჭეშმარიტება მხოლოდ ვარაუდია. თეორიულად შეიძლება იხილო კიდეც, და თუ მედიტირებით პერედოზდი მართლა იხილავ. უბრალოდ საკითხი მაინც ერთია, ყველა სუბიექტური ჭეშმარიტება მხოლოდ ვარაუდია.
2. თეორიულად შეიძლება იხილო კიდეც, და თუ მედიტირებით პერედოზდი მართლა იხილავ. უბრალოდ საკითხი მაინც ერთია, ყველა სუბიექტური ჭეშმარიტება მხოლოდ ვარაუდია. თეორიულად შეიძლება იხილო კიდეც, და თუ მედიტირებით პერედოზდი მართლა იხილავ. უბრალოდ საკითხი მაინც ერთია, ყველა სუბიექტური ჭეშმარიტება მხოლოდ ვარაუდია.
1. ადრე მიფიქრია სამყაროს კიდეზე რომ გადატელეპორტირდე და გიგანტური ტელესკოპით უკან გაიხედო, სამყაროს შექმნას თუ იხილავს ადამიანი მეთქი, რადგან სამყარო სინათლის სიჩქარით გადააქვს გამოსახულებები და ამავე სიჩქარითაც ფართოვდება. სამყაროს კიდე საინტერესოა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება. ადრე მიფიქრია სამყაროს კიდეზე რომ გადატელეპორტირდე და გიგანტური ტელესკოპით უკან გაიხედო, სამყაროს შექმნას თუ იხილავს ადამიანი მეთქი, რადგან სამყარო სინათლის სიჩქარით გადააქვს გამოსახულებები და ამავე სიჩქარითაც ფართოვდება. სამყაროს კიდე საინტერესოა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|