 | ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2021 |
უნდა დაწერო. რა დაგრჩენია. წლებია. წლები, როგორც სიზმრები. ახლა სიცოცხლე განაჩენია და სანამ ჩუმად გაიხიზნები;
უნდა დაწერო, უნდა იყვირო, უნდა იცხოვრო, იბღავლო უნდა! სანამ სიბერე როგორც აღვირი, მოგიგორდება დღეების გუნდად.
სანამ გიყვარს და არ აღიარებ, სანამ თავს ირცხვენ ლტოლვის სანაცვლოდ. ვერ მოიშუშებ ძველ ნაიარევს, უბრალოდ უნდა ადგე, განაგრძო.
მაინც იქნება ბოლოს სიშავე, დასაფლავების მთელი არტები. მიდი ეცადე, სცადე, იჩქარე სანამ წარსულის მტერი გახდები.
მარტო იარე, ერთად იარეთ ჩემო თავო და ჩემო მეორევ. შემოდგომაა, ნისლია გარეთ. გადი, გააპე, გასწი,
ნუ მოლევ
ხე-ხილს სულ ბოლო ფოთლის ვარდნამდე, ნუ მიიკარებ ფიფქებს ზამთრებად. ენდე, ამხილე, სთხოვე, გაანდე, თუნდაც მოტყუვდი
- უფრო მძაფრდება
სუნი, აზარტი, ლექსი, ბიზნესი, მარცხი, მიღწევა, აღიარება. ჩანერგე მასში, შენში, მიზნებში, თავში, ქვიშაში...
მაინც გაქრება
ყველა დარდი და ყველა სიყალბე, ბედნიერება, თვითგვემა, ოხვრა. პანდემიამდე, გენოციდამდე, იმ ყველაფრამდე რაც უკვე მოხდა
და რაც მოხდება, ან გამორჩება ბედს, იღბალს, წერას, მოკლედ რაც არის. რის გამოც მიდის, რის გამოც რჩება. უთხარი, სთხოვე, თუნდაც აცალე.
სანამ ლურჯ სახეს, მკლავებს, ოცნებას გამოგიღრღნიან ლურჯი ჭიები. თუ კი დაჰყვები ახლა ბრბოს ნებას, წლები მოვლენ და შურს იძიებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აღარ ელოდი? მეც გამიკვირდა) აღარ ელოდი? მეც გამიკვირდა)
5. ლექსებს წერ შენ ? :)
კარგი იყო ეს ავტოშეძახილი.
ლექსებს წერ შენ ? :)
კარგი იყო ეს ავტოშეძახილი.
4. მადლობა მუხა, არასდროს გეზარება კითხვა) მადლობა მუხა, არასდროს გეზარება კითხვა)
3. ძალიანი მომეწონა და საერთოდაც კარგი ხარ ავტორო. ძალიანი მომეწონა და საერთოდაც კარგი ხარ ავტორო.
2. ლექსივით გოგო ხარ შენ, მელოდიური და გულწრფელი)) ლექსივით გოგო ხარ შენ, მელოდიური და გულწრფელი))
1. ძალიან კარგი ლექსია თავიდან ბოლომდე. და რაც არასდროს აკლია შენს ლექსებს- მელოდიურობა და გულწრფელობა ყველა მარცვალში :) ძალიან კარგი ლექსია თავიდან ბოლომდე. და რაც არასდროს აკლია შენს ლექსებს- მელოდიურობა და გულწრფელობა ყველა მარცვალში :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|