 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 8 ოქტომბერი, 2021 |
მანქანით პირდაპირ ჩოიბალსანის აეროპორტისკენ გავემართეთ. ჰუნნუ ეარლაინსის პატარა თვითმფრინავი ერთადერთი იყო, რომელიც ჩოიბალსანის ასეთივე პატარა აეროპორტის დამტვერილი ფანჯრიდან მოჩანდა. შუა დღე იყო და ნახევრადცარიელი თვითმფრინავიდან კარგად ჩანდა მონღოლეთის ერთფეროვანი, მაგრამ უნიკალური ლანდშაფტი. ამხელა დაუსახლებელ ტერიტორიებს მსოფლიოში ალბათ სხვაგან ვერსად შეხვდებით. სწორედ ამიტომაცაა, რომ აქ ბუნება, ცხოველები და ფრინველები იდეალურ ჰარმონიაში არიან. აფრენიდან მალევე გამოჩნდა მონღოლური ჯეირნების მრავალასიათასიანი ჯოგი, რომელიც ბინოკლის გარეშე თეთრი წერტილებისგან შემდგარ ღრუბელს გავდა... ჩვენი გუნდის ყველა წევრი ჩუმად იყო. ყველა მონღოლეთის ლანდშაფტს ჩაფიქრებული აკვირდებოდა. ალბათ ყველა დაღლილი ვიყავით, თუმცა ამავე დროს შინაგან კმაყოფილებას ვგრძნობდით, ვინაიდან წარმატებული მისიის შემდეგ ყველა უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენს ანგარიშში დადებით რეკომენდაციას მივცემდით ამ უნიკალური ტერიტორიის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში გაწევრიანებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მსოფლიოს უკანასკნელი დაუზიანებელი სტეპების კონსერვაციაში.. ულანბატორის აეროპორტში გველოდებოდა ჩვენი ერთი ძველი ნაცნობი ჩიმედ ოჩირ ბაზარსადი თავის კოლეგა, უმშვენიერეს უჩკასთან ერთად. ჩიმედი წარმოშობით ბურიატი იყო და მკაცრი მებრძოლის სახე ქონდა. დიდი ყვრიმლებით და პატარა ცხვირით პროფილში კეფის და სახის მხარეც ერთნაირად მრგვალი უჩანდა. ფრინველებზე შეყვარებულმა ისიც იცოდა, რომ ბათუმი და ეგრეთ წოდებული "ბათუმის ძაბრი" მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების ერთერთი იდეალური ადგილია მსოფლიოში და ოცნებობდა ერთხელ ჩამოსულიყო ფრინველების გადაფრენის პერიოდში... უჩკა ქათქათა ფერის ახალგაზრდა გოგონა იყო. მას ტიპიური მონღოლური წვრილი შავი თვალები, მონღოლი ქალებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი შუბლი, პაწაწინა ცხვირი, ხორციანი მაგრამ ნაზი ტუჩები და ქათქათა კბილები ქონდა. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ამ უნაკლო ნაკვთების ასეთი იდეალური შერწყმის სილამაზე. ინგლისურის არცოდნის გამო ის არაფერს საუბრობდა თუმცა გამუდმებით გვასაჩუქრებდა თავისი მორცხვი ღიმილით. ჩიმედმა რესტორანში სახელწოდებით "ჩინგიზის იურტა" დაგვპატიჟა და უნაზესი უჩკაც ჩვენთან ერთად წამოვიდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვნახე როგორ მადიანად შეექცეოდა უჩკა თავისი თხელი ქათქათა ხელებით ბატნკის მოზრდილ ნეკნს მივხვდი, რომ ამ ერთი შეხედვით უნაზეს არსებაში იყო ჩინგიზ- ხანისეული დამპყრობლის გენები და ის უზარმაზარი ენერგიის გარკვეული დოზა, რამაც ალბათ მონღოლებს თავის დროზე ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის შექმნა შეაძლებინა. მრავალფეროვანი ხორცის კერძებისგან შემდგარი სუფრა გაიშალა და ბუნებრივია მისიის წარმატების აღსანიშნავად ჩინგიზ ხან ვოდკაც უხვად იდო მაგიდაზე. აქ მოვისმინე პირველად მონღოლური ტრადიციული ცოცხალი მუსიკა, სახელგანთქმული მომღერლის შესრულებით. მონღოლური მუსიკა, მონღოლეთის ლანდშაფტივით ერთფეროვანი, მაგრამ უნიკალური და საოცარი იყო. მელოდიებით და ჰარმონიებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა მსგავსი მე არსად არაფერი მომისმენია https://www.youtube.com/watch?v=6WlI24rv__g მომღერლის შემდეგ გამოვიდა მონღოლი აკრობატი ქალი, რომელიც პაწაწინა მრგვალ სცენაზე საოცარ ილეთებს აკეთებდა და ამავე დროს საკუთარი ასევე პაწაწინა ფეხის თითებით ფინჯანი ყავა ეჭირა და მიირთმევდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ულამაზესი სანახაობა იყო, თუმცა ეს უფრო ამ უკანასკნელის გარეგნობასაც შეიძლება მივაწეროთ, ვინაიდან არა მგონია მაგალითად ანგელა მერკელი იგივე “მორიელის” პოზიციაში ლამაზი გამოჩენილიყო... მგზავრობამ, ემოციებმა და გადაღლილობამ თავისი ქნა და ჩინგიზ ხანის ვოდკამაც მონღოლურ-დამპყრობლური სულით შემომიტია. გამოსაფხიზლებლად ცოტა ხნით გარეთ გავედი და იქვე მდგარ გრძელ ქვისგან დამზადებულ სკამზე ჩამოვჯექი. გამიკვირდა და ცოტათი გამეხარდა კიდეც რესტორნიდან გამოსული უჩკა, რომ დავინახე. "უჩკა, შე ძველო" ვუთხარი ღიმილით. მას გაეცინა, მოვიდა და გვერდით მომიჯდა. მე ისევ ქართულად გავაგრძელე: "უჩკა, რატო ხართ ესეთი ლამაზები ეს მონღოლი ქალები, მაგრამ შენ მე მგონი მაინც ყველაზე ლამაზი ხარ..." ვაგრძელებდი მთვრალ საუბარს და ისიც მონღოლურად რაღაცეებს მპასუხობდა. ალბათ სასაცილოდ ჩანდა ჩვენი კომუნიკაცია გვერდიდან, ვინაიდან არცერთს ერთმანეთის ენები არ გვესმოდა, თუმცა მან არც ინგლისური იცოდა და შესაბამისად უფრო აზრიანი მეჩვენებოდა მშობლიურ ენაზე მასთან კომუნიკაცია. მეჩვენებოდა, რომ ისიც ჩემსავით ძალზედ კმაყოფილი იყო ჩემთან მუსაიფით და მეგონა, რომ გვესმოდა კიდეც კარგად ერთმანეთის... ბოლოს ხელი მოვკიდე და ვუთრაი: „უჩკა, ახლა უნდა წავიდე, ძალიან მთვრალი ვარ, შეგიძლია ტაქსი გამომიძახო და ჩემი სასტუმროს მისამართი უთხრა?”. უჩკამ “ცააა” მიპასხუა და თავისი ნაზი, მაგრამ ხორციანი ტუჩებით ისე გაიღიმა, რომ ქათქათა ზედა კბილები გამოუჩნდა.. მთვრალზე მისი სილამაზე კიდევ უფრო მეტად ღვთაებრივი მეჩვენებოდა და რამოდენიმეჯერ თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკოცნა. რომ ავდექი თავბრუ კიდევ უფრო მეტად დამეხვა და უჩკას ხელი გადავხვიე, რომ არ წავქცეულიყავი. უჩკამ რომ შეამჩნია ჩემი სიმთვრალე გადაწყვიტა სასტუმრომდე თავისი მარჯვენარულიანი პრიუსით წავეყვანე. მანქანის უკანა სავარძელზე დამსვა და თვითონ ჩემს წინ, საჭესთან დაჯდა. გზაში არც მახსოვს რას ვბუტბუტებდი, თუმცა თვალები დახუჭული მქონდა და შემდეგ ჩამეძინა კიდეც... (მეხუთე თავის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არ შეიძლება ლიტარატურაში, განსაღვრო რა არ შეიძლება და სად არის საზღვრები და, საერთოდ სიზუსტის რა ხარისხია დასაშვები. არ შეიძლება ლიტარატურაში, განსაღვრო რა არ შეიძლება და სად არის საზღვრები და, საერთოდ სიზუსტის რა ხარისხია დასაშვები.
6. რა თქმა უნდა ჯონათანი, როგორც ლიტარატორი და ზებუნებრივი ადამიანის კომენტარი ბედნიერებაა, მაგრამ ჩვეულებრი მკითხველის ნაწილმა , იკითხოს ნეტა ვინაა "მორიელის" პოზაშიო. გარდა მაგისა , თუ ნაწარმოები არ არის დოკუმენტური იქ პიროვნების ნამდვილი გვარ-სახელი არ უნდა დაიწეროს . პროშაში კი ყველაფერი მოსულა., ეს ჩემი სუბიქტური აზრია და შეიძლება შენთვის არ იყოს მისაღები, პროზაში კი ყველაფერი მოსულა. წარმატებას გისურვებ. რა თქმა უნდა ჯონათანი, როგორც ლიტარატორი და ზებუნებრივი ადამიანის კომენტარი ბედნიერებაა, მაგრამ ჩვეულებრი მკითხველის ნაწილმა , იკითხოს ნეტა ვინაა "მორიელის" პოზაშიო. გარდა მაგისა , თუ ნაწარმოები არ არის დოკუმენტური იქ პიროვნების ნამდვილი გვარ-სახელი არ უნდა დაიწეროს . პროშაში კი ყველაფერი მოსულა., ეს ჩემი სუბიქტური აზრია და შეიძლება შენთვის არ იყოს მისაღები, პროზაში კი ყველაფერი მოსულა. წარმატებას გისურვებ.
5. მუხა, პირველ რიგში მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს და ასევე მადლობა კრიტიკისთვის. მიყვარს შენიშვნების კითხვა, ვინაიდან ის საშუალებას მაძლევს გავაუმჯობესო ნაწერები. გამოცემას რაც შეეხება მართალი გითხრათ არ ვარ დარწმუნებული რამდენად ღირს... რაც შეეხება ანგელა მერკელს. ჩემის აზრით ყველაზე ძლიერი და ამავე დროს ჰუმანური კანცლერია, ვინც კი გერმანიას ყოლია. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ის ე.წ. ხუმრობაც ნამდვილად არ იყო ბოროტად დაწერილი. ვფიქრობ მასაც გაეცინებოდა, ეს რომ წაეკითხა. გერმანიაში ჩვეულებრივ ხუმრობენ მსგავს რამეებზე და მაგალითად მაისურებიც გამოვიდა, რომელზეც ანგელას ფოტოა, რომელსაც ჰიტლერის ულვაშები აქვს მიხატული. მსგავსი მაისურები ჩვეულებრივად იყიდება მაღაზიებში და ამაზე უფრო იცინიან, ვიდრე ბრაზდებიან თვითონ პოლიტიკოსებიც. თუმცა შესაძლოა უცხოელისგან მსგავსი ხუმრობა არც იყოს ლამაზი. მზად ვარ წავშალო ეგ წინადადება, თუმცა მაგალითად ჯონათანსაც მაგ ფრაზაზე გაეცინა :) ამიტომ, კიდევ სხვა ადამიანების აზრსაც დაველოდები და შემდეგ მივიღებ შესაბამის ზომებს ;) მადლობა! მუხა, პირველ რიგში მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს და ასევე მადლობა კრიტიკისთვის. მიყვარს შენიშვნების კითხვა, ვინაიდან ის საშუალებას მაძლევს გავაუმჯობესო ნაწერები. გამოცემას რაც შეეხება მართალი გითხრათ არ ვარ დარწმუნებული რამდენად ღირს... რაც შეეხება ანგელა მერკელს. ჩემის აზრით ყველაზე ძლიერი და ამავე დროს ჰუმანური კანცლერია, ვინც კი გერმანიას ყოლია. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ის ე.წ. ხუმრობაც ნამდვილად არ იყო ბოროტად დაწერილი. ვფიქრობ მასაც გაეცინებოდა, ეს რომ წაეკითხა. გერმანიაში ჩვეულებრივ ხუმრობენ მსგავს რამეებზე და მაგალითად მაისურებიც გამოვიდა, რომელზეც ანგელას ფოტოა, რომელსაც ჰიტლერის ულვაშები აქვს მიხატული. მსგავსი მაისურები ჩვეულებრივად იყიდება მაღაზიებში და ამაზე უფრო იცინიან, ვიდრე ბრაზდებიან თვითონ პოლიტიკოსებიც. თუმცა შესაძლოა უცხოელისგან მსგავსი ხუმრობა არც იყოს ლამაზი. მზად ვარ წავშალო ეგ წინადადება, თუმცა მაგალითად ჯონათანსაც მაგ ფრაზაზე გაეცინა :) ამიტომ, კიდევ სხვა ადამიანების აზრსაც დაველოდები და შემდეგ მივიღებ შესაბამის ზომებს ;) მადლობა!
4. მე ვიცნობ თქვენ ნაწარმოებებს, კარგად წერ ბევრ საინტერესო ამბებსაც გვიამბობ, მაგრამ უმაღლესი შეფასებისთვის რაღაც აკლია, თუნდაც ეს თავი ავიღოთ, როგორც მკითხველი მაქვს შეკითხვა, რა შემატა ნაწარმოებს ამ ფრაზამ( ვინაიდან არა მგონია მაგალითად ანგელა მერკელი იგივე “მორიელის” პოზიციაში ლამაზი გამოჩენილიყო...)არისტოკრატი მწერალი ამ ფრაზას არ დაწერს, ეს შენიშვნა არაა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თქვენდამი კეთიგანწყობილებას გამოხატავს . როცა ქართველი წერს პროზას , უბრალოდ თხრობა ხომ არაა, აქვე ისევ და ისევ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ფუნდამენტური თვისება - ქართველი ხალხის ესთეტიკური ბუნება . ასე არაა? მით უმეტეს რომ წიგნის გამოცემას ვაპირებო . წიგნს ხომ წაიკითხავენ უცხოეთშიც. მონღოლური მუსიკაც მომეწონა და ქალებიც. მე ვიცნობ თქვენ ნაწარმოებებს, კარგად წერ ბევრ საინტერესო ამბებსაც გვიამბობ, მაგრამ უმაღლესი შეფასებისთვის რაღაც აკლია, თუნდაც ეს თავი ავიღოთ, როგორც მკითხველი მაქვს შეკითხვა, რა შემატა ნაწარმოებს ამ ფრაზამ( ვინაიდან არა მგონია მაგალითად ანგელა მერკელი იგივე “მორიელის” პოზიციაში ლამაზი გამოჩენილიყო...)არისტოკრატი მწერალი ამ ფრაზას არ დაწერს, ეს შენიშვნა არაა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თქვენდამი კეთიგანწყობილებას გამოხატავს . როცა ქართველი წერს პროზას , უბრალოდ თხრობა ხომ არაა, აქვე ისევ და ისევ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ფუნდამენტური თვისება - ქართველი ხალხის ესთეტიკური ბუნება . ასე არაა? მით უმეტეს რომ წიგნის გამოცემას ვაპირებო . წიგნს ხომ წაიკითხავენ უცხოეთშიც. მონღოლური მუსიკაც მომეწონა და ქალებიც.
3. დიდი მადლობა წაკითხვისთვის, შეფასებისთვის და კომენტარებისთვის :)
უდაოდ განსხვავებული სამყაროა, თუმცა რაღაცით მაინც ვგავართ ერთმანეთს :)
მონღოლური მუსიკა ქართული მრავალფეროვანი და მრავალხმიანი მუსიკის შემდეგ რა თქმა უნდა მოსაწყენია, თუმცა თავისი უნიკალურობა გააჩნია. პარალელი შეიძლება გავავლოთ ქართული ბუნების და მუსიკის მრავალფეროვნებაზე, თან ესეთ პატარა ტერიტორიაზე და საპირისპიროდ მონღოლური მუსიკის და ბუნების ერთფეროვნებაზე ამ უზარმაზარ ქვეყანაში..
ჯონათან, გაგრძელება იქნება :) დიდი მადლობა წაკითხვისთვის, შეფასებისთვის და კომენტარებისთვის :)
უდაოდ განსხვავებული სამყაროა, თუმცა რაღაცით მაინც ვგავართ ერთმანეთს :)
მონღოლური მუსიკა ქართული მრავალფეროვანი და მრავალხმიანი მუსიკის შემდეგ რა თქმა უნდა მოსაწყენია, თუმცა თავისი უნიკალურობა გააჩნია. პარალელი შეიძლება გავავლოთ ქართული ბუნების და მუსიკის მრავალფეროვნებაზე, თან ესეთ პატარა ტერიტორიაზე და საპირისპიროდ მონღოლური მუსიკის და ბუნების ერთფეროვნებაზე ამ უზარმაზარ ქვეყანაში..
ჯონათან, გაგრძელება იქნება :)
2. განსხვავებული სამყაროა. ჩვენ მრავალფეროვნების და მრავალხმიანობის მოყვარული ხალხი ვართ. „სიაში შეტანას“ - „წვლილს შეიტანდა“ მიყოლებითაა და რომელიმე შესაცვლელია. ფრიადი
განსხვავებული სამყაროა. ჩვენ მრავალფეროვნების და მრავალხმიანობის მოყვარული ხალხი ვართ. „სიაში შეტანას“ - „წვლილს შეიტანდა“ მიყოლებითაა და რომელიმე შესაცვლელია. ფრიადი
1. ანგელა მერკერი "მორიელის " პოზაში :)))
მონღოლური მუსიკის ბოლომდე მოსმენა ვერ შევძელი :(
რა საინტერესო ადგილას შეწყდა თხრობა...
ანგელა მერკერი "მორიელის " პოზაში :)))
მონღოლური მუსიკის ბოლომდე მოსმენა ვერ შევძელი :(
რა საინტერესო ადგილას შეწყდა თხრობა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|