 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 ოქტომბერი, 2021 |
თენგიზ არჩვაძემ ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში ,,დიდოსტატის მარჯვენა“ სვეტიცხოვლის აღმშენებლის - კონსტანტინე არსაკიძის როლი შეასრულა, რომელსაც მეფის ბრძანებით მარჯვენა მოჰკვეთეს. რამდენიმე წლის წინ ბატონი თენგიზი მცხეთაში იმყოფებოდა სტუმრად ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილის ოჯახში. სუფრაზე ბატონ თენგიზს ყანწი მიართვეს, ყანწი მარცხენა ხელით დაიჭირა და სუფრაზე მსხდომ წევრებს ასე მიუგო: ,,ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მარცხენა ხელით მიჭირავს ყანწი, რა ვქნა, მარჯვენა სვეტიცხოველში დავტოვეო“.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
სვეტიცხოველი
„სვეტიცხოველი სვეტია თუ მოკვეთილი მარჯვენა?!“
ოთარ მამფორია
მივდივარ მცხეთას, შარახვეტია ქარია, მაგრამ არ მსურს დარჩენა... სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია და მოკვეთილი არის მარჯვენაც!
ისევ შემიხსნა ქარმა საკინძე, ამიგიზგიზა გულში ხანძარი, მივდივარ მცხეთას, რომ არსაკიძეს მეც დავულოცო რწმენის ტაძარი.
იქ ფრესკებიდან მიმზერს წარსული, მხოლოდ ქართული სული ტრიალებს. კოლონკელიძის მოდის ასული სიზმრად... თეთრ ღვინით მივსებს ფიალებს.
ვხედავ მეფეთა მოვლილ საფლავებს, ისევ მიდგება სევდა თვალებში, როცა მოვკვდები, დამასაფლავეთ ღვთის სანთელივით წმინდა მხარეში.
ო, ეს ცრემლები უფრო მეტია, ვიდრე ამ გულში ცეცხლის გაჩენა... სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია და მოკვეთილი არის მარჯვენაც!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|