ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2021


სახლი

სახლი რომ მქონდა. ჩემი სახლი
თავის დამპალი სახურავით.
სახლთან რა მქონდა სამდურავი,
ერთხელ უცხო სტუმარი მოვიდა.
პოეზია კი ისეთია
კარს მუდამ მისვლის თანვე გიღებს.
ყველა გაღიმებას იზეპირებს,
ისე გადის ცრემლის მთაგრეხილებს.
და იქიდან დიდ თოვლს მოიტანს.
სახლი რომ მქონდა. ჩემი სახლი,
პოეტის ცეცხლით განათბობი
წავედი უცხო შეშისათვის,
უცხო სიცივით დანათოვი.
მერე მოვიდა გარინდება,
გზაზე ისეთ დროს შემეყარე,
აწი მარტო ვეღარ გავფრინდები,
შენი ღვინით მთვრალი მევენახე.
მოკლულს ვაწოდებდი თოკს, ვშველოდი,
ჩამომხრჩვალის მამის უნახავად.
მე მაინც მუდამ მოგელოდი,
ვკაზმავდი დაგლეჯილ უნაგირებს.
დანას. ყელში დანას მივიბჯენდი,
ცხელ გულზე მიწას ვხნავდი ადამივით.
ასეთ სიმარტოვეს ვინ მირჩევდა,
სიმარტოვის წერას ატანილი.
ვთესავდი. ზამთარს ვუყურებდი.
ისევ ვოცნებობდი შენზე.
ზოგჯერ ნამთვრალევი ვარსკვლავების
სიზმრის ნამსხვრევებზე ლექსებს
ვწერდი. მეც ვიტეხდი ბიჭის სიზმარს.
ამ ყრუ კედლებს შუბლით მიბჯენილი.
ამ უდიდეს უღელს გავბზარავდი.
მხოლოდ შენ თუ დამიჯერებდი.
გაისისხლოს ახლაც. დაისიდან
შენი მონატრება დაიწრიტა.
შემიძლია, გოგოვ დაფიცება.
მიხარია როგორ დაფიცება.
ჩემს თავს ვუმკურნალო. წყაროს თვალი.
ჩემი მყუდრო სახლის კერია.
ჩემი ერთი დიდი სალოცავი.
დანარჩენი არაფერია.
რომ მომენატრები უსაზღვროდ,
მოდი ხელი ნელა ჩამკიდე.
ჩემი სიტყვებია უსათუოდ
უხეშ ლექსიკონის საკირე.
მზე მინთია თითქოს. შედევრია
ათას წელს მიშენებია
სტუმრით დამიმშვენებია.
ამიგე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები