ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2021


შობა

და ტკივილისგან დასუდრულ ჟვავებს
რა მონდომებით ვაშორებ რცხილას.
სიმართლე არის ერთგვარად მჟავე,
ტყუილმა ტკბილი სიტყვებით მცხრილა.

ქარები გრძნობენ შოპენს და შუმანს,
მხნეობა მოაქვთ წაბლსა და ირგას.
ხეები სდუმან.. ხეები სდუმან
რწმენა კი მართლაც უბრალოდ გმირს გავს.

ისე ვუშვერდი არაზანს კისერს,
მოწყვეტილ ყვავილს მოვჰგავდი ვაზის;
მაგრამ დგებოდა შობა და მყისვე
უბრუნდებოდა სიცოცხლეს აზრი.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები