,,თავზე ისე დამათენდა, ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე“.
მორის ფოცხიშვილი
შემომაწვა გულზე სევდა, ნაღვლიანად გავცქერ სერებს, ,,თავზე ისე დამათენდა, ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე“.
გამიფრინდა სიყმაწვილე, დამრჩა მხოლოდ მოგონება, მსურს კოცნებით გამაბრუონ თვალჟუჟუნა გოგონებმა.
თვალს და ხელს შუა მიქრება სიყვარულის კელაპტარი, ვიდრე სულმთლად ჩამიქრება, მინდა შევსვა პეშვით მტკვარი.
ისევ მაწევს გულზე სევდა, მოწყენილი გავცქერ სერებს, ,,თავზე ისე დამათენდა, ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|