ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2022


  ჩამოტვირთვა

უშენო წამები…

მე ახლა შენი მონატრებით ვითენებ დღეს და,
შენს განშორებას ეს უძილო შევწირე ღამე,
ჩემს გონებაში ისევ ბაღის კიდესთან დგახარ,
თითებზე ისევ მოლოდინის დავითვლი წამებს.

მე ახლა არ მაქვს უფლება, რომ გელოდო ისევ,
დაბერდა სული, შენზე ფიქრშიც დამეტყო დაღლა.
ვეღარც ცხოვრებას ძველებურად მე ვეღარ მივსდევ,
იქ გავაგრძელებ შენს სიყვარულს, ღრუბლებში, მაღლა.

ძნელია მწამდე, ვიდრე გული მატყუებს ფეთქვით,
ეს უმოწყალო მონატრებაც გითენებს ღამეს,
აღარც ღრუბლებში მეშინია გავარდნა მეხის,
რომ აღარა ხარ, ვეღარც შიში დამაკლებს რამეს.

სულ ცოტაც მგონი და ზამთარიც გაქრება მალე,
ისევ ალუბლის ყვავილების იფეთქებს გროვა,
მე ამ ცხოვრების საწიერში გადავიღალე,
ფიქრებში მსტუმრობ, მიწიერო, ვით ციდან თოვა…

მე ახლა შენი მონატრებით ვითენებ ღამეს,
და ხილულ სიზმარს ჩაუვლია თურმე ჩემს კართან,
გპატიობ ყველა უძილობას და წყენის წამებს,
თუ ამ ნაქურდალს არასოდეს წაიღებ სხვასთან….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები