 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2022 |
*** ვიცოდი, სად არ იყავი, ახლა სად არ ხარ. სადაც მანამდე ჩვენ ვიყავით უბრალო ხარჯი, ღირებულებებს რითაც თვლიდა ვიღაც ზემოდან. ხო მანვე ჩართა მოწეული შედეგი დაზგად, გადამდნარიყო ყველაფერი მეტალის ქარგად. ახლა ვიწებებთ გაზრდილ პროცენტებს და დანამატებს, ხელიდან ხელმა რომ გადაფქვა, დრომ გამოწვართა.
*** აღარ ვიმალები, ახლა ნამდვილი ვარ, არსებულის პირველ პროცენტულ ნიშნულთან. სინამდვილისთვის ვიღვწვი, იდეალურობასთან არაიდეალურობის მიღწევის ხარჯზე.
*** ჩემი თავი აქაა, ძლივს ვიპოვე დაბრუნება კი არ სურს, იმალება იმ წარსულის ილუზიაში, სადაც უდარდელი იყო, არავინ ებრძოდა, უკრძალავდა და თითს უქნევდა.
*** გადაშლილები ყვავილები, ხმაურიანი გარინდება, არ ჩურჩულებენ კარნახები, გიორგობისთვის ფოთოლცვენა. ქუდი გაჟღენთილა მოგონებით, ტალახი ფურთხითაც აიზილა, ორღობის ბალახა ფეხისგული, ნირწამხდარ მდორეში ჩაიძირა. გადაჯღაპნილა ყვავილები, ხმაურიანი ღამისთევა, ბეღურა ღარებად მომღიმარი, ნამცეცა ფრთებისთვის აირევა. დარდებით გართულდა განთიადი ნისლის თარეში თეთრმუნდისა ტაიჭის ნალებად გაცისკრული თოვლი ხვამრიელ გაიბიდნა.
*** მე ვარ მთვარისა, რაღა მალვისა, სად თამარისა გადამალვისა. არსთა ბერვისა, განა დევნისა, განა ბევრისა, არსთა დევნისა. პოვნა ღმერთისა სახიერისა, მახიერისა, მისიერისა, მართლიერისა, სძინავს და გვიხმობს, ჩვენში არსია, განა გარსია, ღიმი ასმია, სული უსვია, ჩვენში ჩაფანტა, და გამოფანტა ყველა წყეული და ძალებს იკრებს, ჩვენში მოიკრებს, სიმშვიდეს იკლებს ჩვენი ყოფისთვის. კომფორტს ივიწყებს და თვალებს გვიხელს სუფევას გვიძევს ყველა თმენისთვის.
*** არჩიე დღესაც რბილი ხელი და ჩუმი ღელვა, წვიმიან დღეებს სახსრიანი ჩუმი ტკივილი, თუ მოგწყურდება ისინი გასმევენ, გაკმევენ ზღვის მელოდიებს მომწყვდეულ ტალღასთან.
*** მოდიხარ და სევდა რად მოგაქვს, აქ ხომ მხოლოდ სიცოცხლე ხარობს. ცურვისას ოფლის სიმწკლარტე რად ერევა ონკანებს ახალ?. ხმა აიმაღლე, თუ დამარცხდე, რაღა გაღელვებს? გამარჯვებულიც თუ კი დგახარ, ეს სამყაროა, ჩვენი ხელით რომ დავტყუეთ ცხოვრებას ჯართად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ამ ლექსს შეფასება არ აქვს. :) მოკითხვა ურაკპარაკს!! ამ ლექსს შეფასება არ აქვს. :) მოკითხვა ურაკპარაკს!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|