ყოველთვის მოიმკის ქარიშხალს ბოროტი, დამთესი ავქარის, დრო მაინც შეასმევს დარიშხანს, ვერ იხსნის ავსულთა ამქარი,
ხვედრია ყოველი მტაცებლის განგმირვა ღვთის რისხვის ისრებით, მართლისთვის ამომთხრელთ ხნარცვების თხრილებში წასტყდებათ კისრები.
მიაგებს განგების სახმილი დამჩაგვრელს ყარიბის, მშიერის, ყოველი ამღები მახვილის წაწყმდება მოქნეულ შიმშერით.
თუ ფიქრობს ვიღაცა გაქირი, იქნება ის გამონაკლისი, დასცინებს იღბალი გაქირდვით, ჩაკვდება შეგრძნება ხალისის.
ყოველთვის...
1 აპრილი, 2022 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|