ალბათ ლექსების დრო გავიდა, ვეღარ მანაყრებს, თავი ნივთებად აღიარეს ასე მარტივად. ჩვენ მოტყუების ტყეში ვცხოვრობთ და დამანახეს; სიკვდილს კი არა, შიში მოაქვს ალტერნატივას.
მე ჩახლართული ქმნილება ვარ, ველტვი ცბიერებს, დასასრული ჰომ, კურთხევაა მჯდომი ინახად. სისხლის თემაში მე მცოდნე ვარ ვაცნობიერებ, და მესაფლავის გულში ვინახავ!
კარგავენ მკვდრები საფლავებში სიკვდილის უნარს, კისრის არიდან ათლილ კანით სახეს მივაცხრი. ვკაწრავ კუბოებს უსასრულოდ, სიკვდილზე ვზრუნავ და ხერხემლის ძვლით ტკივილს ვივარცხნი.
სიცოცხლეები სისხლებია, თავი მივანდე, თავი მივანდე ტოქსინებს და ზღვაა იოლი. მხოლოდ ბუზია დავადგინე, რომ, სიკვდილამდე, ადამიანის შეუცვლელი კომპანიონი.
ზღვა დაიღალა, ჩვენი კვებით, ზიდვით გემების, ჰოდა მეც დავცქერ ჩემს ხელებზე ხაზთა ფორიაქს. სიცოცხლეები სისხლებია დასადგენები, და სიკვდილი კი ეიფორია!
ტალღებში ჰქრიან დორამები სულის სინჯისვე, დავღლი გონებას, მერე დავღლი მე ზღვას ყურებით. მშვიდ ზღვას არასდროს შეუქმნია სინარინჯისფრე და გამოცდილი მეზღვაურები.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ლაიქი კითხვის6ნიშნად ჩანს რატომღაც.. ანუ ბრავო! ლაიქი კითხვის6ნიშნად ჩანს რატომღაც.. ანუ ბრავო!
1. ???????????? ????????????
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|